უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ: 1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა 2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.
შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
MRme, მინუსები არ არსებობს. საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული ფორმულაა. დანარჩენი მათემატიკაა უკვე
რა ვერ გავიგე იცი.აი ხო არი რაღაც ფიქსირებული ქულა რომელიც დაიწერა,ვიღაცის დაბალმა ქულამ რატომ შეიძლება ეს ფიქსირებული ქულა დაწიოს ამდენით? 75 დან 44 მდე :/