მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ დიადი რანინა ანუ სოფო... ყველას რატომღაც აქ მამრი ვგონივარ არადა როგორი ნაზი მდედრი ვარ რო იცოდეთ ... დავიბადე თბილისში 1985წელს... რაც შეეხება წარმოშობას: ვარ გერმანელ.კახელ ქართლელ,მთიული პირდაპირ საოცრება ვარ .. დავამთავრე ისტორიული,კიდევ ბავშვობიდან ვმღერი ძირითადად ფოლკლორს,ხოდა ქეიფებზე,რომ დავულხენ მრავაჟამიერს ოღონდ ბანს.. კაცი ვერ დამიდგება გვერდით .. ჰობი რათქმაუნდა ფოტოგრაფიაა და კიდევ რამე იქნება ალბათ ... მორჩა..