მოკლედ, მსგავსი თემა კი არის გახსნილი, მაგრამ იქ მხოლოდ კადრებს ტვირთავ ი ვსიო.
აქ რა ხდება. მე ვტვირთავ ფოტოს რომელიმე ფილმიდან. შემდეგმა იუზერმა უნდა გამოიცნოს რომელი ფილმია და ამის შემდეგ აქვს უფლება თავად ატვირთოს კადრი სხვა ფილმიდან. შემდეგი იუზერიც გამოცნობის შემთხვევაში წერს რა ფილმია და ის ტვირთავს ფოტოს და ა.შ.
მოდერატორებს ვთხოვ, პოსტი ფოტოსა და პასუხის გარეშე წაშალოს.მგონი მაგარი თამაში გამოვა და თან ფოტოგრაფიასთან არც ისე შორსაა
ეს არის თუ არ ვცდები - რუსულ თარგმანში ქვია "პლატა ზა სტრახ" - "შიშისათვის გადასახადი" რაღაც ამდაგვარად ითარგმნება, ივ მონტანი თამაშობს მთავარ როლში (კადრშიც ეგაა), გრუზავიკებით სადღაც აფრიკაში თუ აზიაში რომ დადიან და ბოლოს მონტანი ზედმეტი სიხარულისგან რომ გადაიჩეხება - ბავშვობაში მაქვს ნანახი.