BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> არაფერი იწყება და მთავრდება., ყველაფერი ისედაც ბუნებაში არსებობს.

| |
Levan Sikharulidze
post Oct 4 2008, 20:33
#1 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


ფოტო აპარატი ხელში არ ამიღია აქამდე, 3-4 თვე.
ღამე გავათენე და დილა რომ თენდებოდა სადღაც 7-ის ოცი წუთი იქნებოდა გარეთ გავიხედე და წვიმდა. იცით როგორ წვიმდა? მათ გეცოდინებათ ვინც გაიღვიძეთ ერთი კვირის წინ დილით. ყველაფერი ლურჯი იყო გარშემო და ოდნავი იასამნის ფერი დაჰკარვდა. ამინდი იყო თვითონ მოწყენილი და მეც მშვენიერი გარემო დავინახე იმისათვის, რომ მესეირნა და მეფიქრა.
ჩავიცვი ჩემი დაძველებული ტანსაცმელი, აპარატი ჩავიტნიე ჟაკეტში, დედაჩემის ქოლგა ავიღე და წავედი სასეირნოდ. მე ვცხოვრობ წერეთელზე, პანთეონის პირდაპი. როგორც წესი სახლიდან სასეირნოდ რომ გამოვდივარ ბაზრისკენ მივდივარ. იქ ვუყურებ მძიმე სურათს ასე მგონია მიწაზე ვეშვებითქო მაგრამ ეგეც თავისებური ილუზიაა. გამოვედი სახლიდან და იქვე დავიწყე გადაღება სანამ გადავწყვეტდი საით წავსულიყავი.

user posted image

ეს ფოტო არ გამომივიდა, ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა: )
ზევით ქოლგიდან წვეთი ეცემოდა და ქვევით ბუჩქია, ასეთი ფოტოები საერთოდ არ გამომდის.
მიჭირდა ქოლგის ჭერაც და აპარატისაც ისე რომ არ გავნძრეულიყავი.
შემდეგ შევტრიალდი და ქალი გაჩერებაზე ქოლგით ისიც ხელში.
სად მიდიოდა ეს ქალი დილის შვიდ საათზე უზომოდ მაინტერესებდა.
ვიფიქრე მივალ და მეც დავდგები იქთქო. მერე ეს სადაც ჩაჯდება, მეც იქ ჩავჯდებითქო, მერე სადაც ჩამოვა მეც იქ ჩამოვალთქო და საერთოდ მთელი დღე ასე გავყვები და ვნახავ თავს რა გადახდებათქო.
მაგრამ გამბედაობა არ მეყო, თან თითქოს სხვა გეგმები მქონდა.
user posted image
მე გავეშურე ხიდისკენ. ხიდს რა ქვია არ მახსოვს ვიცი რომ სააკაძეზე ადიხარ დიდუბიდან ამ ხიდს რომ გადახვალ. ძალიან უცნაური ხიდია. თითქოს ეგ ხიდი მხოლოდ მანქანებისთვის არის განკუთვნილი.
და მთელს თბილისში ასეა. თითქოს ყველა ხიდი გარდა მშრალისა მანქანისთვის არის გაკეთებული.
ამ ხიდზე ადამიანი ძალიან იშვიათად შეგხვდება, დასაწყისში დგანან ელისავას მუშები, მაგრამ ახლა არ იდგნენ მათთვისაც კი ადრე იყო.მე ხიდზე რომ ავედი მივხვდი აქ ხალხი რატომ არ დადიოდა. ხალხი დადის მაგრამ ისეთი ხალხი დადის, რომ ვერ ამჩნევ. არ იქცევენ ყურადღებას. ისეთუ უბრალო ადგილია ისეთი მიტოვებული რომ იქ ფეხით მოსიარულეც შენთვის მიტოვებულია. ქვეცნობიერად გადავწყვიტე თამამად მეარა ამ ხიდზე და ყურადღება მიმექცია, რაიმე შემეცვალა. მერე ხიდის შუაში რომ გავედი დავინახე მთლიანად დანისლული ქალაქი. აპარატი ამოვაძვრინე ჟაკეტიდან და ობიეკტივში გავიხედე.
მივხვდი რომ ვიღაც აკლდა კადრს. იცი როდესაც მარტო ხარ და შენ არავინ გყავს გვერდში იმითაც უნდა დაკმაყოფილდე რომ საკუთარი თავი გყავს მაინც. ზოგს ეგეც არ ყავს გვრედში.
user posted image
მერე შემოვტრიალდი და მაინტერესებდა ვინმე მაინც მანქანიდა რომ მიყურებდა თუ შემოდიოდა ჩემს მდგომარეობაში, თუ უფიქრია რომ ვინ არის ეს ადამიანი. ან რა სასეირნო ადგილი ნახა ანუ არ სეირნობს ვინ არის??? აი ამ კითხვას თუ სვამდა, ეს მაინტერესებდა რატომღაც მეგონა რომ სვამდა ამ კითხვას. მერე მომინდა უკან მობრუნება და მეორე მხარეს გადასვლა ხიდის. გადასვლა რომ დავიწყე შორიდან მაღალი სიჩქარით მანქანა მოდიოდა და ვერ გავრისკე ვერ გადავირბინე თან რა იცი ფეხი რომ დამსრიალებოდა. და გავჩერდი. მანქანა არ შეჩერებულა ჩამიქროლა და ხოშიანად გამწუწა. მივხვდი რომ არავინ ფიქრობდა ჩემზე და ჩემს მდგომარეობაზე დილის შვიდ საათზე ქალაქში.
ერთი გოგოა ნანუკა ქვია. მისი გადაღება დიდი ხანია მინდოდა და დავურეკე გავაღვიძე. გამოდი გადაგიღებთქო. მოვიდა. წავედით რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ. იქ ლამაზი ვიტრაჟი მეგულებოდა და საერთოდ ისეთი სივრცეა გარშემო, რომ მიუხედავად, სუნისა და სიბნელისა არ ითრგუნები.
მივედი უკვე დაუნგრევიათ ჩემი ვიტრაჟი, სწორედ იმ ადგილიდან დაუწყიათ ამ ადგილის დანგრევა და იქ დიიდი ლურჯი ცელოფანი დაუკიდიათ.
ნანუკა იქ დავაყენე.
user posted image
ნანუკა ძირსაც დავაწვინე, ნანუკა იქაც გავატარე, ნანუკა თავისუფალი ადამიანია, ყველაზე თავისუფალი გოგოა იმ გოგოთაგან ვინც მიყვარს და პატივს ვცემ.
user posted image
(დავამთავრებ და მერე დააკომენტეთ)

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
_Anano_
post Oct 5 2008, 00:03
#2 

Amateur+ Amateur+
6,126


საშინლად მესიამოვნა......მეტს აღარაფერს ვიტყვი, ჩემთვის დავიტოვებ. წერა განაგრძე..... angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Levan Sikharulidze   არაფერი იწყება და მთავრდება.   Oct 4 2008, 20:33
Levan Sikharulidze   ნანუკა: ლევან ასე გავიაროო? ნანუკამ ი...   Oct 4 2008, 20:56
Levan Sikharulidze   უკვე საკმარისად შევთვერი და ნანუკასთ...   Oct 4 2008, 21:28
Levan Sikharulidze   http://bin.ge/file/208905/CharlieChaplin-Limelight.mp3.html საუნდრეკი   Oct 4 2008, 21:39
GeGa Chumburidze   ეს დრამატურგიაა დარჩება მანამ სანამ ...   Oct 4 2008, 21:44
Levan Sikharulidze   უი რამდენი შეცდომა დამიშვიაა... აქვე ჩ...   Oct 4 2008, 21:51
LilacWine   ნუ რადგანაც ნანუკას მოსვლამ ეს ორი ძა...   Oct 4 2008, 22:10
dathuna   იF :D აFრენ ბიჭო შენ :D ძალიან მომეწონა :)   Oct 4 2008, 22:14
sali barret   არაკოცო ჩაეხუტე )   Oct 4 2008, 22:16
Goderdzi Makharashvili   მიყვარს ასეთი ისტორია დავარქვა თუ დღ...   Oct 4 2008, 22:19
ruso gavasheli   რაღაცნაირ ხასიათზე დავდექი იმოქმედა ...   Oct 4 2008, 23:11
NaNN   გაზაფხული   Oct 4 2008, 23:30
batukela   Levan Sikharulidze, აუუ აი უზომოდ დიდ პატივს გცემ...   Oct 4 2008, 23:47
kakha kakhiani   ლევან საღოლ ბიჭო Added @ [mergetime]1223150063[/b] პროსტ...   Oct 4 2008, 23:53
kakha kakhiani   ისე იცოდე, დილის 7 საათზე რო წვიმაში გო...   Oct 5 2008, 00:05
Marusa Pertia   აი რაღაც მესიამოვნა ამ ყველაფრიის წა...   Oct 5 2008, 00:09
beshqena   Levan Sikharulidze, ლევან, ვნანობ ლუდზე უარი რომ გ...   Oct 5 2008, 00:14
DIKARKA   თავს ნუ მაყვარებთ თუ შეიძლება ბატონო ...   Oct 5 2008, 00:16
rimanely   ;(   Oct 5 2008, 00:35
makuku   + :D გაიხარე ლევან, მართლა ვისიამოვნე ;) :b...   Oct 5 2008, 00:37
Torquado   საინტერესოა :) შემოქმედებითი ხარ :) სპო...   Oct 5 2008, 07:40
Nina Minzoni   ეს ის შემთხვევაა როდესაც სხვის ისტორ...   Oct 5 2008, 12:01
Sofo Uznadze   აი უზომოდ მომეწონა!!!!!!!!!...   Oct 5 2008, 12:48
Anna Sulaberidze   ვა წერის ნიჭი გაქ რა:D   Oct 5 2008, 14:52
batukela   შექსპირს ვერ ვპოულობდა წაშალეს ის თე...   Oct 5 2008, 15:11
Sofio Gokhelashvili   იცი ლევან, თუ გინდა იყო ბედნიერი იყავი...   Oct 5 2008, 15:27
kez   ყველაფერი ძალიან ლამაზია:)   Oct 5 2008, 17:43
Barry   მაგარი ფოტოებია ლევან : )   Oct 6 2008, 12:16
nanaka   მომეწონა ძალიან!   Oct 6 2008, 13:08
mariami   :) სიამოვნბით წავიკითხე შენი ერთი დღი...   Oct 6 2008, 15:25
Mze   რა საყვარელი ხარ :2kiss:   Oct 6 2008, 20:35
me SaLo   :blink: :blink: აღფრთოვანებული ვარ : O : O : O ბატონ...   Oct 6 2008, 21:43
Kamikadze   :) იცოდე ეს ჩემი ღიმილი ბევრს ნიშნავს :D...   Oct 6 2008, 22:17
beshqena   Kamikadze, რომა, სად ხარ რომ აღარ ხარ? :)   Oct 7 2008, 00:06
Kamikadze   beshqena, ფრანციაში დავბრუნდი და ინტერნეი...   Oct 7 2008, 00:12
beshqena   Kamikadze, :lol: აზრზე არ არიან რა ეს ევროპელებ...   Oct 7 2008, 00:13
Kamikadze   beshqena, ნეანდერტალელები ეგენი :lol:   Oct 7 2008, 00:27
Liza Niniashvili   პარიზის დროით რომელ საათზე მოხდა ეს ყ...   Oct 7 2008, 00:38
keto   წვიმაში კოცნა, თანაც როცა პირველად კო...   Oct 7 2008, 15:33
oshkhe   ყველაფერი ძალიან ლამაზია :) პ.ს. დიდი ს...   Oct 7 2008, 17:14
Rebecca   გაასწორა , ფოტოებმაც, განწყობამაც, ისტ...   Oct 7 2008, 17:24
beshqena   Rebecca, ნატახტარის ლიმონათი გინდა? :D   Oct 7 2008, 18:23
kakhabera   :)   Oct 10 2008, 19:21
anana   ლევან პრიამო კაკ რამანწიკ :დ ის ბიჭი ...   Nov 24 2008, 23:55
me SaLo   ეს ჩემი უსაყვარლესი თემაა!!!!!!...   Nov 25 2008, 00:28
Mikheil Samkharadze   ლევან დილით ადრე თუ მოგინდება გავლა ხ...   Nov 25 2008, 00:37
Levan Sikharulidze   http://files.ge/file/371436/araferi-iwyeba...vrdeba-wmv.html ეს არის ვიდეო, ...   Mar 8 2009, 10:06
Nini Mamaladze   ლევან არ იწერს მაგ ლინკიდან, მე ვერ გა...   Mar 8 2009, 11:57
Nini Mamaladze   ესეიგი.... პირველად ეს რო წავიკითხე ეხლ...   Mar 8 2009, 13:09
Tino   :) კაია ასეთი ხალხი დღემდე რომ არსებობ...   Mar 8 2009, 15:48
keke_keke   დღევანდელ ჩემ სევდიან და წვიმიან გან...   Mar 8 2009, 16:22
cundruka   დიდი მადლობა შენ ისტორიის გაზიარების...   Mar 8 2009, 18:47
ruso gavasheli   ძალიან მაგარია კლიპიი ჭკ ხარ )))   Mar 10 2009, 00:37
vakerman nekerman sekerman   Levan Sikharulidze, ეუფ! ლევან ჩემო! წავიკითხე ...   Mar 11 2009, 17:25
Nanka Pavich   იცი როდესაც მარტო ხარ და შენ არავინ გყ...   Mar 16 2009, 23:51


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd May 2025 - 20:13

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'