ფოტო აპარატი ხელში არ ამიღია აქამდე, 3-4 თვე. ღამე გავათენე და დილა რომ თენდებოდა სადღაც 7-ის ოცი წუთი იქნებოდა გარეთ გავიხედე და წვიმდა. იცით როგორ წვიმდა? მათ გეცოდინებათ ვინც გაიღვიძეთ ერთი კვირის წინ დილით. ყველაფერი ლურჯი იყო გარშემო და ოდნავი იასამნის ფერი დაჰკარვდა. ამინდი იყო თვითონ მოწყენილი და მეც მშვენიერი გარემო დავინახე იმისათვის, რომ მესეირნა და მეფიქრა. ჩავიცვი ჩემი დაძველებული ტანსაცმელი, აპარატი ჩავიტნიე ჟაკეტში, დედაჩემის ქოლგა ავიღე და წავედი სასეირნოდ. მე ვცხოვრობ წერეთელზე, პანთეონის პირდაპი. როგორც წესი სახლიდან სასეირნოდ რომ გამოვდივარ ბაზრისკენ მივდივარ. იქ ვუყურებ მძიმე სურათს ასე მგონია მიწაზე ვეშვებითქო მაგრამ ეგეც თავისებური ილუზიაა. გამოვედი სახლიდან და იქვე დავიწყე გადაღება სანამ გადავწყვეტდი საით წავსულიყავი.
ეს ფოტო არ გამომივიდა, ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა: ) ზევით ქოლგიდან წვეთი ეცემოდა და ქვევით ბუჩქია, ასეთი ფოტოები საერთოდ არ გამომდის. მიჭირდა ქოლგის ჭერაც და აპარატისაც ისე რომ არ გავნძრეულიყავი. შემდეგ შევტრიალდი და ქალი გაჩერებაზე ქოლგით ისიც ხელში. სად მიდიოდა ეს ქალი დილის შვიდ საათზე უზომოდ მაინტერესებდა. ვიფიქრე მივალ და მეც დავდგები იქთქო. მერე ეს სადაც ჩაჯდება, მეც იქ ჩავჯდებითქო, მერე სადაც ჩამოვა მეც იქ ჩამოვალთქო და საერთოდ მთელი დღე ასე გავყვები და ვნახავ თავს რა გადახდებათქო. მაგრამ გამბედაობა არ მეყო, თან თითქოს სხვა გეგმები მქონდა. მე გავეშურე ხიდისკენ. ხიდს რა ქვია არ მახსოვს ვიცი რომ სააკაძეზე ადიხარ დიდუბიდან ამ ხიდს რომ გადახვალ. ძალიან უცნაური ხიდია. თითქოს ეგ ხიდი მხოლოდ მანქანებისთვის არის განკუთვნილი. და მთელს თბილისში ასეა. თითქოს ყველა ხიდი გარდა მშრალისა მანქანისთვის არის გაკეთებული. ამ ხიდზე ადამიანი ძალიან იშვიათად შეგხვდება, დასაწყისში დგანან ელისავას მუშები, მაგრამ ახლა არ იდგნენ მათთვისაც კი ადრე იყო.მე ხიდზე რომ ავედი მივხვდი აქ ხალხი რატომ არ დადიოდა. ხალხი დადის მაგრამ ისეთი ხალხი დადის, რომ ვერ ამჩნევ. არ იქცევენ ყურადღებას. ისეთუ უბრალო ადგილია ისეთი მიტოვებული რომ იქ ფეხით მოსიარულეც შენთვის მიტოვებულია. ქვეცნობიერად გადავწყვიტე თამამად მეარა ამ ხიდზე და ყურადღება მიმექცია, რაიმე შემეცვალა. მერე ხიდის შუაში რომ გავედი დავინახე მთლიანად დანისლული ქალაქი. აპარატი ამოვაძვრინე ჟაკეტიდან და ობიეკტივში გავიხედე. მივხვდი რომ ვიღაც აკლდა კადრს. იცი როდესაც მარტო ხარ და შენ არავინ გყავს გვერდში იმითაც უნდა დაკმაყოფილდე რომ საკუთარი თავი გყავს მაინც. ზოგს ეგეც არ ყავს გვრედში. მერე შემოვტრიალდი და მაინტერესებდა ვინმე მაინც მანქანიდა რომ მიყურებდა თუ შემოდიოდა ჩემს მდგომარეობაში, თუ უფიქრია რომ ვინ არის ეს ადამიანი. ან რა სასეირნო ადგილი ნახა ანუ არ სეირნობს ვინ არის??? აი ამ კითხვას თუ სვამდა, ეს მაინტერესებდა რატომღაც მეგონა რომ სვამდა ამ კითხვას. მერე მომინდა უკან მობრუნება და მეორე მხარეს გადასვლა ხიდის. გადასვლა რომ დავიწყე შორიდან მაღალი სიჩქარით მანქანა მოდიოდა და ვერ გავრისკე ვერ გადავირბინე თან რა იცი ფეხი რომ დამსრიალებოდა. და გავჩერდი. მანქანა არ შეჩერებულა ჩამიქროლა და ხოშიანად გამწუწა. მივხვდი რომ არავინ ფიქრობდა ჩემზე და ჩემს მდგომარეობაზე დილის შვიდ საათზე ქალაქში. ერთი გოგოა ნანუკა ქვია. მისი გადაღება დიდი ხანია მინდოდა და დავურეკე გავაღვიძე. გამოდი გადაგიღებთქო. მოვიდა. წავედით რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ. იქ ლამაზი ვიტრაჟი მეგულებოდა და საერთოდ ისეთი სივრცეა გარშემო, რომ მიუხედავად, სუნისა და სიბნელისა არ ითრგუნები. მივედი უკვე დაუნგრევიათ ჩემი ვიტრაჟი, სწორედ იმ ადგილიდან დაუწყიათ ამ ადგილის დანგრევა და იქ დიიდი ლურჯი ცელოფანი დაუკიდიათ. ნანუკა იქ დავაყენე. ნანუკა ძირსაც დავაწვინე, ნანუკა იქაც გავატარე, ნანუკა თავისუფალი ადამიანია, ყველაზე თავისუფალი გოგოა იმ გოგოთაგან ვინც მიყვარს და პატივს ვცემ. (დავამთავრებ და მერე დააკომენტეთ)
უკვე საკმარისად შევთვერი და ნანუკასთვის კიდევ მინდოდა გადამეღო. ხდება ასე თურმე არ მჯეროდა. ადამიანს რომ შეხედავ დაინახავ მასში მართლა რაღაცის გაზიარებას. გოგამ რაღაც მითხრა, ნუ კარგი არაფერი რა ის ხარო სულ ასეთი დარტყმული როგორ უნდა იყოო და თვითონ კვდება სიცილით, მეც და ნანუკაც.... წამოვედით ცეცხლეს ამათმა თავიანთი ჩაი. წავედით საჭმელად მეგრელებში იქ კარგი გემრიელი ნივრიანი და ხავიანი ხარჩო მივირთვით. ადგილია ძალიან თბილი, რუსთაველის სარდაფის თავზეა... მაგრამ შეგვხდა მშიერი სანდრო გზაზე რაც დიდი ფულის დახარჯვას გვიქადდა. იქ შევამჩნიე საკმაოდ ხანში შესული მამაკაცი და ქალი. ეს ქალი ამ მამაკაცს უღიმოდა. თან სვამდნენ. წარმოვიდგინე რომ ეს ქალი ამ კაცთან რაღაც ელემენტარული მატერიალური პირობის გამო იყო ამ ქალთან და ძალიან მოვიწყინე. თან ჩემი გაჩუმება სანდროს ზეაქტიურობამ და ძლიერმა იუმორმაც გამოიწვია. მოვიდადა და კახურად: გადაგვიღეე რა ჯმაო გადაგვიღე რაა, ესა კოდაკიაა ესა ახლა რომ გადაიღებ აქვე მოგვცემ ძმაოო, ისა და იცი რა მაგარი მაქვს ეგეთიი იციიი? აი რომ გაიხედები აი ია ტრაკში იყურებაა ბიჭო აი იქაა ტოოო... და ასე ხუმრობდა სანდრო მთელი გზა რუსთაველის თეატრამდე. არა მართლა მეცინებოდა ყველას გვეცნიებოდა მაგრამ ცოტა დავიღალე თან რომ ლაპარაკობდა ქვედა ბოლოს იფხანდა ზედმეტი დამაჯერებლობისთვის. ჰამლეტი ძალიან კარგი სპეკტაკლია შთამბეჭდავი, მაგრამ უზომოდ გრძელი. 4 საათი გრძელდება. მე დღის ბოლო სამი კადრი გადავიღე. სანდრო. გოგა ნანუკა. ნანუკას სპეკტაკლის პირველ ნაწილში ფეხით ფეხზე ვედებოდი. ისიც. იცი რთულია მიხვდე, ეს შეხება შემთხვევითია თუ მისი მხიდანაც არის რაიმე. სხვას რომ ვუყურებდე ვიტყვი, მასზეც ვიცი მისი მხიდანაც არის მაგრამ სადღაც ის ეჭვი ვერ გაბედინებს რაღაცას და ეს კი ალამაზებს მაგრამ გტანჯავს. შესვენების შემდეგ მინდოდა რომ ლოჟაში ისევ ისე დავმსხდარიყავით როგორც ვიჯექით, რომ არ დავმსხდარიყავით ეგრე ალბათ არაფერს მოვიმოქმედებდი და ალბათ გონებიდანაც ამოვიგდებდი.მეგონა რომ აი რაღაცას მოვახერხებდი და გავარკვევდი ყველაფერს. სულელი არ ვარ? ვარ იმიტომ რომ რა უნდა გამეკეთებინა ? რა მეკოცნა? ნუ ეგ ხომ სისულელეა... დავირალე ამ ფეხების შეხებით რაღაც უნდა განვითარებულიყო უფრო მეტი თორემ უკვე ერთი ადგილის ტკეპნას გავდა. ამიტომ გავჩერდი. შემდეგ ფოტოები აღარ მაქვს და არ ვიცი მიზეზად ეს გამოვიყენო და არ მოგიყვეთ შემდეგ რა მოხდა. იცით რაც არ უნდა მომხდარიყო. მეკოცნა თუ არ მეკოცნა, ორივე ჩემი ბრალი იქნებოდა უთუოდ. გეტყვით იმას რომ არაფერი დაწყებულა და დამთავრებულა ბუნებაში ეს ყვალაფერი უკვე დიდი ხანია არის. ისევ აცივდა და არ მოთოვს თბილისში. მაგრამ აქ იმაზეა თუ ვინ რამდენხანს დაველოდებით შემთხვევას. აწი ასეთი დღე რომ განმეორდეს ანუ ასეთი შემთხვევა რომ მოვიდეს შევეცდები ვაკოცო. პირობას ვაძლევ საკუთარ თავს. la fin.