მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი--boticheli 2. სახელი --თორნიკე არჩვაძე 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა--ოფიციალური პროფესია არ მაქ, რადგან გეპეის სწავლის სისტემას სამცუხაროდ ვერ გაუძლო ჩემმა ტვინმა და ეხლა ვცდილობ გერმანიის უნივერსიტეტში შეტენვას, ამბობენ აქ უფრო ადვილია სწავლაო. მარა მაქ ერთი "პროფესია" ინტერნაციონალური ახალგაზრდული ბანაკების, სოციალური ლიდერი და ლიდერების ტრენერი ვარ გერმანიაში 4. ჰობი-- ერთი თვეა უკვე ფოტოგრაფია, თორე ისე ფეხბურთი, ლუდი და ხეტიალი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს-- ვერ ვიმახსოვრებ ჩემ მისამართს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":) -- დაასაოჯახებელი.