ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
პრობლემები საკუთარ პროვაიდერებთან და მერე გამოხატეთ პრეტენზიები - ეს ერთი
ქაუქასუსის გარდა რაიმე სხვა პროვაიდერი არსებობს?
QUOTE
ერთ ფოტოს რომ აკვირდები გოგია და არ იმატებს ქულას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა - იქნებ არავინ აძლევს ხმას არ დაფიქრებულხარ?
კი, დავკვირვებულვარ. 10 განსხვავებული მანქანიდან, ვერცერთიდან ხმა ვერ მივეცი. არცერთს იაფფასიანი ინტერნეტი არ უყენია.
ამ თემაში ბევრჯერ დავწერე ამის შესახებ და ერთი ნორმალური პასუხი არ გაგიცია Added @ ხო, კიდე, ხიპიშნოი ტონი ფოტოგამოფენის წარმომადგენლისგან მართლა მიუღებელია