მოკლედ, მსგავსი თემა კი არის გახსნილი, მაგრამ იქ მხოლოდ კადრებს ტვირთავ ი ვსიო.
აქ რა ხდება. მე ვტვირთავ ფოტოს რომელიმე ფილმიდან. შემდეგმა იუზერმა უნდა გამოიცნოს რომელი ფილმია და ამის შემდეგ აქვს უფლება თავად ატვირთოს კადრი სხვა ფილმიდან. შემდეგი იუზერიც გამოცნობის შემთხვევაში წერს რა ფილმია და ის ტვირთავს ფოტოს და ა.შ.
მოდერატორებს ვთხოვ, პოსტი ფოტოსა და პასუხის გარეშე წაშალოს.მგონი მაგარი თამაში გამოვა და თან ფოტოგრაფიასთან არც ისე შორსაა
ახალი წესები, როდესაც გართულდება ხოლმე ფილმის გამოცნობა, სამი ნებისმიერი სახის მინიშნების მოყოლების უფლება გვაქვს. ტაკს, ესეც მინიშნებები:
1. რეჟისორი ფრანგია 2. ფილმში ასახულია 60-იანი წლების პარიზის ახალგაზრდობა 3. ეს ჩვენი ზემოთხსენებული ფრანგი რეჟისორი თავის ფილმებზე ძალიან ხშირად თანამშრომლობდა ფრანგ სურეალისტ და სცენარისტ, ჟაკ პრევერთან.
საკმარისია რეჟისორის დასახელება მედოშვილო და მერე უკვე ჩემი ტანჯვის სიამოვნება გელის წინ : )))