როგორც ცნობილია კარგი ოპტიკა – ერთ–ერთი მთავარი აუცილებელი ნაწილია ხარისხიანი ფოტოსურათისთვის. ფოტომოყვარულები თავისი პირველი ციფრული კამერის არჩევისას უმთავრესად ორიენტირებული არიან აღნიშნული კამერების ოპტიკაზე.
ამიტომაც Sony Alpha რომელიც არის ერთად–ერთი სისტემა რომელსაც გააჩნია ლეგენდარული კომპანია Carl Zeiss–ის ავტოფოკუსირებადი ობიექტივები, დიდად ეხმარება ამ სისტემას პოპულარობის მოპოვებაში.
თუმცა სხვა Carl Zeiss–ის ობიექტივები უკვე სხვა სისტემებისთვისაც არსებობს. კომპანია Carl Zeiss–მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ორი ფიქს–ობიექტივს Planar T* 1.4/50 ZE და Planar T* 1.4/85 ZE, უკვე გააჩნია EF ბაიონეტი. [Canon-ისტებო იზეიმეთ]
თუმცა ობიექტივებს არ გააჩნიათ ავტოფოკუსი, იმათ ვისაც სურს ავტოფოკუსიანი Zeiss–ის ობიექტივები, Sony Alpha–ს ვერ გაექცევიან
ვაააა ძალიან კაია თუ ასე გამოუშვეს მაგრამ 1.4-ს ხელით რაგაასწორებს
მაგიტომაც ვიკითხე
QUOTE
საინტერესოა Canon-ის აპარატების ავტოფოკუსის სისტემა თუ მუშაობს, ანუ დაფოკუსების შესახებ ინფორმაციას თუ იძლევა.
შეიძლება არ გიცდია მარა ქენონზე მანუალ ფოკუსზე რო გადართო თავისი ლინზა და გადაღების ღილაკი ნახევრად დააჭირო მერე ხელით დაფოკუსებისას ავტოფოკუსის დაჩიკი მაინც მუშაობს და გკარნახობს ფოკუსი არის თუ არა.
ასე ე არსებობს M42-EF გადამყვანი რომელზეც ზედ ჩიპი უყენია და ასეთ ობიექტივებზეც არის ეს ფუნქცია - ე.წ. "ოდუვანჩიკი"