IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> გამოფენა
პარასკევს, 12 სექტემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე, "არსის" საგამოფენო დარბაზში (მის: ვაკე, თ. აბულაძის 21) გიწვევთ გამოფენაზე STILL BEATING რუსეთმა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით, მსოფლიო ძალადობის იმპერიის აღორძინების საფრთხის წინაშე დააყენა. სუვერენული ქვეყნის ოკუპირებისა და მორალური განადგურების მცდელობის მიუხედავად (რასაც სავარაუდოდ, ერის გენოციდი უნდა მოჰყოლოდა), "მშვიდობის" დამყარების უფლებით აღჭურვილი აგრესორის გეგმა ვერ განხორციელდა. გული ისევ ძგერს... რუსეთის აგრესიას საქართველოში გამოხმაურება საზოგადოების თითქმის ყველა წრეში მოჰყვა. ეს არის თემა, რომელზეც ბევრს მსჟელობენ და კამათობენ. იგეგმება ომის საშინელების ამსახველი და მშვიდობის მხარდასაჭერი არა ერთი გამოფენა თუ ღონისძიება. მედია სივრცეში გავრცელებულმა დაზარალებულთა და დაღუპულთა კადრებმა მსოფლიო შეძრა. გამოფენა "STILL BEATING" ეძღვნება სიცოცხლეს. ავტორები: კოკა ვაშაკიძე ანუკა ლომიძე თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის მადლობას ვუხდით სამშენებლო კომპანია "არსს", ნუგზარ მელიას კლინიკა "გულს" და ღვინის კომპანიას "ძმები ასკანელები". განსაკუთრებული მადლობა: ნიკა მჭედლიძეს, აკაკი შენგელიას, ვასიკო მაჭარაძეს, ნატუკა ვაწაძეს, კოკა ქიტიაშვილს, გია ვაწაძეს და დავით-დეფი გოგიბედაშვილს. "STILL BEATING" არაკომერციული პროექტია. გამოფენა წარმოდგენილია ხუთნაწილიანი ინსტალაციის სახით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: anukalomidze@gmail.com koka_vashakidze@hotmail.com