BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ფრიდა კალო, ფერწერა

| |
dathuna
post Feb 9 2008, 09:38
#1 

Amateur Amateur
19,278


ფრიდა კალო (* 6 ივნისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― † 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) - მექსიკელი ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვარი დიეგო რივერას მეუღლე.

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიო გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.

1925 წელს ტროლეიბუსისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.

მისმა ნამუშევრებმა მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია, რომელთანაც ფრიდამ მოგვიანებით იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებანი ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივიერა 42 წლის იყო, ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა, ერთი ავტობუსში, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო.

თავად აქტიურ კომუნისტს, ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა ლევ ტროცკისთან, რომელიც მეხიკოში მის სახლში იქნა მოკლული სტალინის აგენტების მიერ 1940 წელს. რამდენიმე ხანში ტროცკის მოკვლიდან, ფრიდამ უარყო მისი ყოფილი მეგობარი და სტალინს მიემხრო. ის აგრეთვე ხშირად აქებდა მაოს, ხოლო ჩინეთს "სოციალიზმის ახალ იმედს" უწოდებდა. მისი სახლი მორთული იყო სიციალისტური ხელოვნების ნიმუშებით და ასევე კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, სტალინისა და მაო ძედუნის პორტრეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამოდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარჰყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.

დოკუმენტურ/ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით ფრიდა კალო გამოშვებულ იქნა გერმანიაში 1982 წელს. 1984 წელს რეჟისორმა პოლ დე ლუკმა გამოუშვა ფილმი "ფრიდა, ნატურალესა ვივა" (Frida, naturaleza viva), რომელშიც ფრიდას როლს ოფელია მედინა თამაშობს. 2002 წელს კი, სტუდია მირამაქსმა (Miramax) გამოუშვა მხატვრული ფილმი სახელწოდებით "ფრიდა", სალმა ჰაიეკით მთავარ როლში.

კალოს არატრადიციული შესახედაობა, გადაბმული წარბებითა და თხელი ულვაშებით (რომელსაც ის არ იშორებდა) თვალშისაცემი იყო, და ამას ის საკუთარ ავტოპორტრეტებშიც ხაზს უსვამდა.


Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
dathuna
post Sep 13 2008, 12:31
#2 

Amateur Amateur
19,278


frida kalho,
ეს თემა მაშინ გავხსენი ერტხელ შენ ნიკს წავაწყდი და გამახსენდა ეს მხატვარი და მეთქი თემას გავხსნი თქო ვიფიქრე LოL DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
dathuna   ფრიდა კალო   Feb 9 2008, 09:38
dathuna   http://i012.radikal.ru/0802/a5/3fe78a11d1cc.jpg Added @ [mergetime]1202537772 [img]http://i015.rad...   Feb 9 2008, 10:15
TATI   Fრიდა! რა ქალი! :D სალის გაუსწორდება :)...   Feb 9 2008, 11:51
xatunia   ამ ქალზე ვგიჟდები! გაიხარე დათუნა ამ...   Feb 9 2008, 13:11
dathuna   ხოდა ფილმს ვეძებდი კიდე ამ მხატვარზე ...   Feb 9 2008, 14:46
limo   ოოოო ესეც ძაან მაგარია :)   Feb 9 2008, 14:51
BATA   http://gol.ge/index.php?cat=movies&details....1&search=frida ))   Feb 9 2008, 15:19
Sophia87   მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილე...   Feb 9 2008, 16:44
Levan Sikharulidze   ამასწინებზე ვუყურე ძალიან მაგრად გაკ...   Sep 12 2008, 14:44
Levan Sikharulidze   ნონსენსია ის როდესაც ასეთ დიდ ხელოვა...   Sep 12 2008, 15:00
oeeee   ვერ ვკაიფოფ   Sep 12 2008, 15:54
frida kalho   [img]http://i080.radikal.ru/0809/9b/3fda01e7fb4a.jpg[/url] ფრიდა ყოველთვ...   Sep 13 2008, 12:13
frida kalho   dathuna რა მაგარია :D ”ჩემი ნახატები გადმ...   Sep 13 2008, 15:21
frida kalho   [img]http://s49.radikal.ru/i125/0811/0f/069530d95b6f.jpg[/url] გამორჩეულად ...   Nov 3 2008, 19:50


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th August 2025 - 03:53

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'