კარგი იქნება აქ რომ დავდოთ ლინკები სადაც ატვირთული იქნება დოკუმენტური/მხატვრული ფილმები ფოტოგრაფებზე ან მისამართი იქნება მითითებული თუ სად შეიძლება ამა თუ იმ ავტორზე ფილმის გადმოწერა/ნახვა.
თვითონ ბოკეს ფორუმიდანვე (არ მახსოვს ზუსტად თემები ) გადმოვწერე ორი ფილმი ერთი James Nachtwey-ზე და მეორე Cartier Bresson-ზე და მაგის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ ეარსება ისეთ თემას რომელიც არქივის ფუნქციას შეასრულებდა და ხელმისაწვდომს გახდიდა დოკუმენტურ/მხატვრულ ფილმებს ფოტოგრაფებზე, ლინკების თუ მისამართების (თუ სად შეიძლება მათი პოვნა) სახით.