IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოები
ძალიან მინდა ყველად მდაყაროთ ამ დღეებში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტო სურათები სხვადასხვა ქალაქებიდან თქვენი გადაღებული არა გადაღებული და ასე შემდეგ!
გთავაზობთ ქუთაისში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას
08.08.2008 - ქუთაისის ცენტრალური მოედანი ღამის 12 საათი, როდესაც ცხინვალშI ინტენსიური დაბომბვები დაიწყო და ჩვენი ბიჭები საშინელ ცეცხლშI გაატარეს, ისმოდა მოწოდებები და ერმანეთის გამამხნევებელი მიმართვები, ძირითადი დანაკარგი ჩვენს არმიას ამ Dღეს მიადგა თუმცა ოკუპანტების მერვე პოლკი საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა
თავიდან ბოლომდე დაბრონილი "ურალი", რომელიც დღეს დილით დაიჭირეს შ.ს.ს -ს თანამშრომლებმა იგოეთის ტეკის მიდამოებში. დაბრონილია როგორც კაბინა, ასევე ძარა. შეჩერება შესაძლებელი იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყვიამფრქვევით გაუხსნეს ცეცხლი საბურავების მიმართულებით. საბოლოოდ, დაუზიანდა საბურავი და იძულებული გახდა გაჩერებულიყო. ძარაზე იყო ნახმარი უნიტაზები, ტელევიზორები, ვიდეო და აუდიო მაგნიტოფონები, კბილის ჯაგრისები, საჭმელი, ბავშვის პამპერსები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება ოჯახიდან წამოიღო. სამწუხაროდ, ტექნიკა მანამდე წაიღეს მაქედან, სანამ მე მივედი გადასაღებად. თუმცა, 1 აუდიო მაგნიტოფონი მაინც ჩანს კადრში. კაბინაში იჯდა 2 რუსი, რომლებიც იმ დონეზე გახეული მთვრალები იყვნენ რომ გზა აერიათ და გორის მაგიერ თბილისისკენ დაგაზეს. ორივე დაპატიმრებულია (რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია).