IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ქართველთა მიტინგი ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ
9 აგვისტოს საღამოს 8 საათზე რამდენიმე ასეულმა ქართველმა მოიყარა თავი ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ. ამერიკასი მცხოვრები ქართველები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ, მის შეწყვეტას ითხოვდნენ და შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვდენ. ვიანიდან მიტინგი დაუგეგმავი იყო პოლიცია გვზღუდავდა გავშლილიყავით ტროტუარის გასწვრივ თუმცა პატარა ადგილას შეკრებილნი მაინც ვახერხებდით ჩვენი სათქმელი გვეთქვა. შევნიშნე ჟურნალისტი ო ერ ტე-დან. ასევე სხვადასხვა ჟურნალისეტბი და ოპერატორები გაზეთებიდან და ტელევიზიებიდან რომლებიც ხალხს კითხვებს უსვამდენ. განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი შეგრძნმება იყო ამ შეკრებაში მონაწილეობა. ქვეყნის სიყვარულის ოკეანის გადაღამ გადახვეწილ თანამემაულეებთან გაზიარება და თითქოს პაწაწინა საქართველოს შექმნა ამ უზარმაზარ ქვეყანაში და და მრავალეროვან უშველებელ ნიუ-იურკში.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მიტინგზე გადაღებული ფოტო და პატარა ვიდეო ჩანაწერები: