IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ომი, მობილიზაცია!
საშინელი რამ მოხდა და ვაი რო კიდე ერთ უბედურებას მოვესწარი ქვეყანაში თქვენზე უფროსი ვარ, მიტო ვაძლევ თავს უფლებას პატარა მიმართვა თხოვნა გავაკეთო ომი საშინელებაა და არანაირი მიწა, ტერიტორია, მატერიალური ფასეულობა ვიღაცის ფილოსოფია თუ რაღაც ჩამოყალიბებული შეხედულებები არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი. ამაში ღრმად ვერ დარწმუნებული და ვერანაირად ვერ დავაძალებ თავს სხვაგვარად ვიფიქრო. უფლისშვილები ვართ ყველანი, ჩვენც სხვაც, ყველანი!!! მაგრამ მე ადამიანებზე ვლაპარაკობ და არა არაადამიანებზე, არაკაცებზე. იმდენი ქნეს მაინც მოახერხეს ომის ატეხვა. სულ არ მაინტერესებს ვინ ქნა რატო ქნა ვისი ბრალია და ვის რა სურს ამ ომის შედეგად. მე მხოლოდ სიცოცხლე მაინტერესებს, ადამიანების სიცოცხლე!!! ალბათ ყველა ნორმალური ადამიანის ინტერესია ეს. მოხდა, ახლა დასახევიც არ არის, ახლა ვეღარაფერს ვეღარ იზამ და ვერაფრით ვერ უშველი უკვე დაღვრილ სისხლს. რახან ჩიხში ვართ, და არანაირი გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ გვაქ, ისე უნდა მოვიქცეთ როგორც გვეკადრება ყოველგვარი შიშის გარეშე!!! რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს კოშმარი, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს მკვლელობა!!! ამისათვის არის ზუსტად საჭირო უშიშრობა, სიმამაცე, ერთგულება!!! ომზე დიდი ბოროტება არაფერია , მაგრამ ომია და რა გაეწყობა. თუ ომია შესაბამისადაც არის მოქცევა საჭირო!!!
გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ახალგაზრდები ხართ ყველა და ვის რა შეეხება კაცმა არ იცის, ამიტომ
გემუდარებით
თავს გაუფრთხილდით!!!
ეს სიმხდალე არ არის ეს სიფრთხილეა და აუცილებელია!!!
ვილოცოთ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე!!!
თუ ვინმეს მაინცა და მაინც იარაღის აღება მოუხდება, ისე ეკაოს როგორც ნამდვილ მებრძოლს! კი ვწერ ამას და უფალს ვთხოვ მხოლოდ ერთს, სანამ ამ თემას დავწერ არანაირი იარაღი აღარ იყოს საჭირო!
მაპატიეთ ეს თემა რო გავხსენი, მაგრამ ჩემს გულშიც მინდა ჩაიხედოთ
ომის ბევრი უბედურება მინახავს ერთის მხრივ უკიდეგანო პაციფისტი მეორეს მხრივ უკიდეგანო პატრიოტი
ხოდა ახლა როგორც შეიძლება ისე წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა.
კიდე ერთხელ და ათი ათასჯერ გეხვეწებით
ზედმიწევნით ყურადღებით და ფრთხილად იყავით ყველგან, არანაირი აგრესია და სიძულვილი გულში, მოხოლოდ სამართლიანობა და ცივი გონება!!!
ფოტოების გადასაღებათ თუ ვინმე გაიწევს, რეპორტაჯების საკეთებლად მოუწევს წასვლა, ზედმიწევნით ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ!!!!!!
გორიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ქალაქ გორიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა ხელისუფლების ორგანოები გორიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ხელს თავად უწყობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონისა და შიდა ქართლის რეგიონში რუსეთის ავიაციის გახშირებული დაბომბვების შედეგების თავიდან ასაცილებლად, გორის მოსახლეობა ქალაქს სხვადასხვა საშუალებებით ტოვებს. ამ დროისთვის ქალაქიდან გაყვანილია ბავშვებისა და ქალების უმრავლესობა.
Added @ უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ქალაქი ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა.როგორც ლომაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცხინვალის რეგიონში გუშინ ქართულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის არმიის შემოტევები და, პრაქტიკულად, მთელი ცხინვალი რუსული ჯარებისგან გათავისუფლებული იყო. "რუსმა აგრესორებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს. მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების შედეგად დაკარგეს 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და ტანკები, ასევე, სერიოზულია დანაკარგი ცოცხალ ძალაშიც. კონფლიქტის ზონაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. რუსეთის აგრესიის მასშტაბები გაიზარდა. მთელი ღამის განმავლობაში როკის გვირაბის გავლით შემოჰქონდათ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და რაკეტები. მათ მოახდინეს, ასევე, ცოცხალი ძალის მობილიზება ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ საჰაერო იერიშები საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე", - აღნიშნა ლომაიამ. მისივე თქმით, ამის შემდეგ ქართულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური გადაჯგუფება და ახალი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. ამის შემდეგაც გრძელდებოდა დაბომბვები, თუმცა ამ მომენტისთვის კონფლიქტის რეგიონში სიმშვიდეა და ქართული ძალები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს, რომლებიც გადაადგილების შედეგად დაიკავეს.