IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ომი, მობილიზაცია!
საშინელი რამ მოხდა და ვაი რო კიდე ერთ უბედურებას მოვესწარი ქვეყანაში თქვენზე უფროსი ვარ, მიტო ვაძლევ თავს უფლებას პატარა მიმართვა თხოვნა გავაკეთო ომი საშინელებაა და არანაირი მიწა, ტერიტორია, მატერიალური ფასეულობა ვიღაცის ფილოსოფია თუ რაღაც ჩამოყალიბებული შეხედულებები არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი. ამაში ღრმად ვერ დარწმუნებული და ვერანაირად ვერ დავაძალებ თავს სხვაგვარად ვიფიქრო. უფლისშვილები ვართ ყველანი, ჩვენც სხვაც, ყველანი!!! მაგრამ მე ადამიანებზე ვლაპარაკობ და არა არაადამიანებზე, არაკაცებზე. იმდენი ქნეს მაინც მოახერხეს ომის ატეხვა. სულ არ მაინტერესებს ვინ ქნა რატო ქნა ვისი ბრალია და ვის რა სურს ამ ომის შედეგად. მე მხოლოდ სიცოცხლე მაინტერესებს, ადამიანების სიცოცხლე!!! ალბათ ყველა ნორმალური ადამიანის ინტერესია ეს. მოხდა, ახლა დასახევიც არ არის, ახლა ვეღარაფერს ვეღარ იზამ და ვერაფრით ვერ უშველი უკვე დაღვრილ სისხლს. რახან ჩიხში ვართ, და არანაირი გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ გვაქ, ისე უნდა მოვიქცეთ როგორც გვეკადრება ყოველგვარი შიშის გარეშე!!! რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს კოშმარი, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს მკვლელობა!!! ამისათვის არის ზუსტად საჭირო უშიშრობა, სიმამაცე, ერთგულება!!! ომზე დიდი ბოროტება არაფერია , მაგრამ ომია და რა გაეწყობა. თუ ომია შესაბამისადაც არის მოქცევა საჭირო!!!
გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ახალგაზრდები ხართ ყველა და ვის რა შეეხება კაცმა არ იცის, ამიტომ
გემუდარებით
თავს გაუფრთხილდით!!!
ეს სიმხდალე არ არის ეს სიფრთხილეა და აუცილებელია!!!
ვილოცოთ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე!!!
თუ ვინმეს მაინცა და მაინც იარაღის აღება მოუხდება, ისე ეკაოს როგორც ნამდვილ მებრძოლს! კი ვწერ ამას და უფალს ვთხოვ მხოლოდ ერთს, სანამ ამ თემას დავწერ არანაირი იარაღი აღარ იყოს საჭირო!
მაპატიეთ ეს თემა რო გავხსენი, მაგრამ ჩემს გულშიც მინდა ჩაიხედოთ
ომის ბევრი უბედურება მინახავს ერთის მხრივ უკიდეგანო პაციფისტი მეორეს მხრივ უკიდეგანო პატრიოტი
ხოდა ახლა როგორც შეიძლება ისე წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა.
კიდე ერთხელ და ათი ათასჯერ გეხვეწებით
ზედმიწევნით ყურადღებით და ფრთხილად იყავით ყველგან, არანაირი აგრესია და სიძულვილი გულში, მოხოლოდ სამართლიანობა და ცივი გონება!!!
ფოტოების გადასაღებათ თუ ვინმე გაიწევს, რეპორტაჯების საკეთებლად მოუწევს წასვლა, ზედმიწევნით ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ!!!!!!
ამ დროისთვის კონფლიქრის ზონაში ინტერნეტი გათიშულია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ ერგნეთიდან ჟურნალისტებს მუშაობა აუკრძალეს. ამ დროისტვის გორში “ტრიალეთის “ ოფისში განთავსებულ მედიაცენტრში თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგის გამართვას ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით როკის გვირაბი უკვე გადმოლახეს რუსეთის დაახლოებით ასემდე ტანკმა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
ჩხინვალის თავზე რუსულ ავიაგამანადგურებლები კვლავ განაგრძობენ ფრენას. საქართველოს საჰაერო სივრცეში კვლავ დაფრინავენ რუსუკლი სუ 24 და სუ 25 ები.
საქართველო-რუსეთის ომში ოფიციალურმა მოსკოვმა 58-ე არმიის ნაწილები ჩართო. კერძოდ, დღეს დაახლოებით 15.40. საათისთვის როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში 58-ე არმიის მსხვილი ქვედანაყოფები შეიჭრნენ.
ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსებს წაუყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც, თუ რუსული შენაერთები საქართველოს ტერიტორიას 18 საათისთვის არ დატოვებენ, ისინი ადექვატურ პასუხს მიიღებენ.