ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
ნება თქვენია, თუმცა ვინც ყვინთვა იცის და უყვარს, სტრიქონებს შორისაც შეუძლია კითხვა... думайте сами, решайте сами - иметь или не иметь Added @ ხალხნო, მერამდენედ უნდა ვთქვა, რომ ჟიური წყვეტს გამარჯვებულ ფოტოს ავტორის ვინაობას!!! კიდევ რამდენჯერ უნდა ვთქვა???? და ეს ნიშნის მოგებები რა საჭიროა??? გითხარით ხო არ იქნება გეხვეწებით მომეცით ხმა და ასეთი ტიპის მოგებები არა?
ხალხნო, მერამდენედ უნდა ვთქვა, რომ ჟიური წყვეტს გამარჯვებულ ფოტოს ავტორის ვინაობას!!! კიდევ რამდენჯერ უნდა ვთქვა???? და ეს ნიშნის მოგებები რა საჭიროა??? გითხარით ხო არ იქნება გეხვეწებით მომეცით ხმა და ასეთი ტიპის მოგებები არა?