ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
უბრალოდ კაი იდეა / კონკურსია მართლაც და თავიდანვე რო დაიდოს ზუსტი ინფო - ზედმეტი გაუგებრობები არ იქნება , რაც ისევ და ისევ ცხადია ორგანიზატორებს გაუიოლებს საქმეს .
თორე ეგ არც გასაკვირი და არც დიდი მინუსია თუ რაიმე პირველივე დღესვე ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტად გაკეთებული. შეცდომა მას მოსდის ვინც რაიმეს აკეთებს . თუ არაფერს აკეთებ არც შეცდომა იქნება
გამოსწორება ყოველთვის შეიძლება (მით უმეტეს რაიმე მნიშნველოვანზე არაა საუბარი მცირე ნიუანსებია უბრალოდ - რომელიც მარტივად ჩასწორდება) . ჩემი კომენტარი როცა კეთდება - კეთილგანწყობითაა გაკეთებული .
მოკლედ, ყველაფერი გასგებია და კარგი ფოტოკოლექცია გაკეთდება იმედია