ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
1. ოკ, არავინ გეცილება IT სფეროს ცოდნას . ჩემი აზრი გამოვთქვი + თუ მაგ კუთხითაც შევხედავთ - სხვადასხვა კოპმიუტერიდან შეიძლება ხმის მიცემა
Anyway, - რახან ეგ რეიტინგი მხოლოდ ე.წ. "მაყურებელთა სიმპათიის" პრიზის გამოსავლენად გამოიყენება სავარაუდოდ - არაა პრობლემატური
2. პირობის დადება რად უნდა - ვიცი რო არ დუფინანსებია და მაგიტო დავწერე, რო ცოტა უცნაური ჩანდა . ანუ თუ არ აფინანსებ არც ყველა ფოტოს გამოყენების უყფლება არ უნდა იდოს პირობებში - კაი ტოპ 50-ის კი მაგრამ არა ალბათ ყველასი - ან იქნებ არც იგულისხმება ყველასი - მაგრამ მაშინ ნათლად უნდა ჩანდეს პირობებში
3. პროფესიული კამერა - მგონი ცუდი არ იქნება რო გადახედო კომენტარის გაკეთებამდე ვინ რას წერს. ანუ - მე ვწერდი რო კარგია (რჩევის სახით) თუ თავიდანვე ჩაწერთ რა ტიპის კამერაზეა საუბარი თუ ზუსტ მოდელს არა - რაიმე მსგავსი მოდელი. მაგ: რო პრიზი იქნება ვთქვათ CANON 30D-ს ექვივალენტი
და ჭორი რა შუაშია ამ კომენტართან??
შენ ალბათ იგულისხმე - GURMAN -ის კომენტარი. მაგრამ მე და გურმანი ერთი და იგივე პიროვნება არ ვართ - ასე რო შენი ეგ შენიშვნა მას ეხება და მასთან შეიძლება გარკვევა საიდან აქვს ეგ ინფო
4. ""gairkva yvelaferi??? Tu kidevaa Sekitxvebi rockman, zalian gtxov PM-shi da ar unda aq vighaceebis tvalshi qulebis dacera ""
ამაზე, კი - come down BESO , ქულები საკმარისი მაქვს და ფორუმში დაწერილი ქულა არ მჭირდება ნამდვილად. ისე,
ჩემი კომენტარი - არის რჩევის სახით. და რჩევა მგონი არ უნდა გვაღიზიანდებდეს.
და რაც შეეხება შენიშვნებს გადავცემ ვისაც ეხება. ერთ-ერთი შენიშვნა უკვე მივაწოდე და ნორმალურად იქნა მიღებული
პ.ს. რახან აქ მიუღებელია კომენტარები - დანარჩენს რაც მექნება დამეტებით აწი "პმ"-ში მოგწერ Added @ Hesse
უკვე კია გასაგები რო ჟიური აფასებს
- მაგრამ საიტზეც დადეთ ბარემ ეგ ინფო და არ გაუჩნდება ხალხსაც ეგეთი ზემდეტი შეკითხვები - თქვენთვისაც იოლი იქნება უფრო.
შეიძლება გამორჩათ საიტი ვინც ააწყო ამ ინფოს ჩამატება - ფოტოების საიტს ვგულისხმობ სადა იდება უკვე ფოტოები.