ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
სათითაოდ მოვყვები ყველა დასმულ კითხვას და აქ გავცემ პასუხს, შემდეგ კი დავამატებ ვებ გვერდზეც:
1. რეიტინგს რაც შეეხება - ფიქსირდება IP მისამართი და შენ თუ გინდა მილიონი მომხმარებელი დააფიქსირო, მაინც ვერ მისცემ ერთი IP-დან ორჯერ ხმას (როკმენ, თუ დამიჯერებ Iთ ამბავში შენზე გაცილებით მეტი ვიცი და გვადროვეთ ჩვენც რა) 2. რეიტინგი რა საჭიროა და იმიტომაა საჭირო, რომ მნახველთა მიერ ყველაზე მეტად მოწონებული ფოტოს დაჯილ;დოვებაც გვაქვს იდეაში
3. ტურიზმის დეპარტამენტმა არ დააფინანსა ფოტოების გადაღება - მე ვდებ პირობას, შენ თუ არ გინდა, ნუ მიიღებ მონაწილეობას (თან იქ მითითებულია, რომ ავტორის მითითებით)
4. რაც შეეხება პროზს, იქნება პროფესაიონალური კამერა და შენ ვინ რა გითხრა ჩემო ზვიად ეგ ჭორის დონეზეა ოკ???
რაც შეეხება პრიზს, პრიზი არის canon EOS 5D
gairkva yvelaferi??? Tu kidevaa Sekitxvebi rockman, zalian gtxov PM-shi da ar unda aq vighaceebis tvalshi qulebis dacera