ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
ისე ჯობს რო თავიდან ყველაფერი გაიასნებული იყოს - ანუ ის პიროები რასაც სთავაზობთ მონაწილეებს და რაზეც გაჩნდა კითხვები
1. პროფესიული კამერა - სწორი შენიშვნები იყო. ანუ გაიმარჯვა ვთქვათ ვინემ და რახან წინასწარ ცნობილი არაა რა კამერაზეა საუბარი (რაც არ უნდა იყოს პრობელმა რო დაიწეროს) - და გადასცეს არაპროფესიული კამერა - გაჩნდება უკმაყოფილება + შეიძლება სადო გახდეს ეს საკითხი და მოითხოვონ პროფესიული
2. შეფასების სისტემა უნდა იყოს მოწესრიგებული:
- რეიტინები ხმის მიცემით ვერ გამოდგება კარგ შეფასების სისტემად - ანუ დარეგისტრირება ხო არ არის არა შეზღუდული და ბევრნარიაი ნიკით შეიძლება დარეგისტრირდეს (იდეაში ) ადამიანი.
ანუ ჟიური ჯობს
რეიტინგი + ჟიური - მაშინ რეიტინგს რაღა აზრი აქვს?
ჟიური - ვინ არის წევრი ეგეც კარგია თუ ცნობილი იქნება - კონკრეტული სახელები არა, მაგრამ დაახლოებით ვინ არიან. იმედია დაიდება ეგ ინფო