ზაფხულია და ყველა ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას ასე, რომ როგორც მიხვდით მოვიდა დრო როდესაც უნდა აღდგეს ბოკეს ლაშქრობები!
ამიტომ მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ წავიდეთ ბორჟომში, სადაც მოგეხსენებათ ძალიან ლამაზი ბუნებაა და სადაც კარგი ფოტოების გადაღაბაც შეიძლება, ჩვენც მეტი რაღა დაგვრჩენია, კვირას ანუ 20 ივლისს მივდივართ ლაშქრობაში!
ვიკრიბებით სპორტის სასახლის წინ როგორც ზემოთ ვახსენე 20 ივლისს ანუ კვირას, 20 ლარით ხელში, დილის 8 საათზე. Aაქვე დავამატებ იმასრომ საჭმელს ვყიდულობთ წინადღეს შაბათს რარდგან კვირა დილას დრო აღარ დავკარგოთ და როგორცკი შევიკრიბებით მაშინვე გავუდგეთ გზას ბორჟომისკენ ? ამისათვის რამოდენიმე კაცი შევხვდებით შაბათს წინასწარ დათქმულ დროს და თან მოვიტანთ საჭმლისთვის განკუთვნილ თანხას 20 ლარს.. რადგან მეორე დღეს შეკრიბვისთანავე გავეშუროთ დათქმულ ადგილზე
ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს ადრე ადგომა ასეთი ლამაზი ბუნების სანახავად თანაც სიგრილეში მგზავრობას რა ჯობს!?
ამ ყველაფერს გაუძღვება გიორგი ჯანიბეგაშვილი ასე რომ მიმართეთ კითხვის დაბადებისას მას
Giorgi Janibegashvili, სულ არაობას ჯობს, მაგრამ ბორჯომის ტერიტორიაზე იმდენია სანახავი-ისტორიული ძეგლი თუ ისე ლამაზი ადგილი, არც 8ზე გასვლაა ადრე. დილის 4ზე გავედით და მეორე დილის 3ზე დავბრუნდით უკან და მხოლოდ ისტორიული ძეგლებით შემოვიფარგლეთ, თუმცა იქაც არაჩვეულებრივი ხედებია. პ.ს.
QUOTE
ულამაზესი ბაღია და და რათქმაუნდა ულამაზესი სასახლე რომელშიც სტალინი ბაბუა ისვენებდა
სხვათაშორის თუ არ ვცდები ეგ სასახლე რომანოვების იყო და მაგ ბაღიდან ზევით პეტრეს ციხეა კიდე. ეუფ წამოვიდოდა კაცი