IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> აჭარის მაღალმთიანეთი
რამოდენიმე დღის წინ აჭარის მაღალმთიანეთიდან დავბრუნდით. წესით და რიგით ორ სოფელში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ძნელია ფოტოგრაფი ერთ სოფელში გააჩერო, მითუმეტეს თუ ყოველდღე გეუბნებიან რომ ამ სოფელში საინტერესო გარეგნობის კარგი საპორტრეტე მოხუცი ცხოვრობს, ან იმ სოფლიდან უკეთესი ხედია და საინტერესო ძეგლი მოჩანს. მოკლედ, სულ გზაში ვიყავით და სულ აღმა-დაღმა ვეხეხებოდით, ვის სად უღამდებოდა ვის კიდევ სად, ზოგს გზაში უწვიმდებოდა და ზოგს კიდევ სკოლის ეზოში, ეგ კიარადა ტყეში მთელი დღის დამღლელი ხეტიალის მერე ზოგს თითში შერჭობილი ეკალი გველის ნაკბენი ეგონა, ხუმრობა იქით იყოს ჯერ არ ნახულის ნახვის მიზნით ხალხი არც ნივის „რუჩნოიზე“ ჯდომას თაკილობდა . დიდი ფეხბურთელებიც გვყავდა და ბავშვების ბანდაც, ამ ბანდის მეთაურს კი მარადი ერქვა (ქვია კიდევ), ხან ჩვენ დავსდევდით ბანდას და ხან კიდე ბანდა დაგვსდევდა ჩვენ.
არ ვიცი სხვა სახლებში რა ხდებოდა და ვერც თავს დავდებ რომ სხვამ იცის ჩვენს სახლში რა ხდებოდა (საერთოდ თავი მარტო ბალიშზე უნდა დადო კაცმა), მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც სოფლად ყოფნის დროს ლინზებზე, ობიექტივებზე, ბატარეებზე, ფოტოაპარატებზე, შტატივებბზე და ფოტოგრაფიასთან დაკავიშრებულ სხვა ელემენტებზე მოვისმინე სრულებით საკმარისია დისერტაციის დასაცავად .
ფოტოშოპის ხომ გაგონებაც აღარ მინდა. ამ ფოტოშოპზე კიდე ბილბორდა მახსნდება, ჩვენი ბილბორდა ხალხო თანაც ჩამოხეული, დილით რომ გადიოდა სოფლიდან და საღამოთი ბრუნდებოდა. ისე რაც ბილბორდა ნიგაზეულის მარშუტკის მძღოლებს ჩაუსასტავდა ნახევარი ბოკე უფასოდ ივლის აჭარის მთიაანეთში.
tsumbusha-ს საწყალი ნოუთბუქი, როგორც ვიცი ყველა გაჭირვება გმირულად გადაიტანა და დღესაც ერთგულად ემსახურება პატრონს .
MaStErOFmAsTeRs-ის მძიმე ჩანთა, ჩანჩექერის გზაზე კიდევ უფრო რომ დამძიმდა, რა ღირსეულად ატარა Icamen- მა .
ბატონ ისრაფილთან გამართული ნადიმი და _Anano_-ს შესრულებული სიმღერები.
ბილბორდამ რომ უთხრა ბატონ ისრაფილს ცვეტშიო
გუდრატა გახსოვთ? მერე უცებ კუდრაჭა რომ გახდა .
ხიხანის დამპყრობთათვის Icamen-ს დასახული მარშუტი, თანაც რა მარშუტი პირდაპირ მიუვალს და გაუვალს ვინღა ჩივის აუვალ კლდესთან რომ მიგვაყენა და მერე ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან, კიდევ კარგი განზე გასვლა მოვიფიქრეთ და მერე კი სულ მალე ხიხანიც დავიპყარით.
dave-ს ჩატარებული მასტერკლასები მცოცავი და მფრინავი ქვების აცილების ამბავში, მიმიქარავს მატრიცა (dave, ის ორი ვაშლი რა უყავი, შეჭამე კაცო? )
ჩემი დახეული ბოტასები, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და აუცილებლად დავუტოვებ შთამომავლობას.
ხიხანიდან დაბრუნებულები და დაღლილ დაქანცულები მე-9 თუ არა მე-7 სიზმარს მაინც რომ ვხედავდით ძილში და დილით „DIKARKA და გოგოები“ რომ შემოგვივარდნენ ოთახებში, ჰოი სად იყო მაშინ სამართალი თორემ კი უნდა გადაგვეხადა სამაგიერო.
ან ის რად ღირს გობრონეთში ყოფნის დროს ერთი სასტავი ცენტრალური სამანქანე გზისაკენ რომ დაეშვა და ლამის ნახევარი აჭარა მოიარა, მერე კიდე საღამოს სულ ტყე-ტყე იარეს სახლამდე, ბოლოს დღისადა ღამის შესაყარზე „მონატრებული“ შეხვედრა... იფ იფ, კარგი იყო.
გახსოვთ Icamen რომ ამოიჩემა საბაგიროზე უნდა დავჯდე ზემოდანო, ნეტა თითონ თუ ჯეროდა იქ დაჯდომის , მერე ბოსმა რა ჩაუტარა
ან კიდევ ფრთიანი გამოთქმები: DIKARKA და გოგოები, ე ბიჭო რას შობა, აი ბლაყვია ჭო? , ალემალაი ბლაყვია, პატივცემულო, იმანო, ბრავოოო, მეზობლებოოო, და ა.შ. ყველაზე მაგარი ანეგდოტი სიბემოლზე
ასე იყო თუ ისე იყო მთლიანობაში კარგი დღეები იყო, რაც ყველას გვაერთიანებდა ჩვენი თოფი და ხანჯალი, ჩვენი მელანი და კალამი, ჩვენი ბაღი და ბოსტანი, ჩვენი სახლი და აივანი, ჩვენი ჩვენი და კიდევ ერთხელ ჩვენი ფოტოაპარატები და უამარავი კადრად ქცეული წამი იყო.
პ.ს.
დანარჩენი თქვენ დაწერეთ, თქვენც ხომ იქ იყავით და კიდევ დადეთ ეგ დასაწვავი კიარადა საყვარელი ფოტოები
მე არ დამიყრია სარეპორტაჟო ფოტკები და ეხლა ვაპირებ
რადიკალი ჩაირთო და...
პირველი დღე, ყველა ერთად შევიყარეთ მატარებელში, რაღაცნაირი ქათამი ვჭამეთ... ანანომ და რომამ იციან, მრგვალიო თუ რაღაც ეგეთი, მერე ბესომ წითელი ღვინო დააძრო ნასკებიდან : DDD ანანომ და ბესომ მთელი კუპე გადაგვაწითლეს და მგონი ცუმბრიკაც იღებდა მონაწილეობას მაგ საქმეში : DDD
და დაღამდა და მიმოვიფანტეთ, ვის ვის კალთაში ედო თავი და ვისი ლეპტოპი ვის ედო რას გაიგებდი
ანანო Vს ჩარკვიანი
ცუმბრიკა ბავშვებს აპოზირებს
დევიკომ გადაწყვიტა თოკზე გაკიდებული ტროლეიბუსით იკატავოს
მასტერამ ყურებით დაიჭირა ვიღაც ბავშვი და 1GB დააცალა
აქ ირაკლი რატომ იყურება ასეთი თვალებით არ ვიცი
დიშკარკა, ანანო და ლელუჩი
ლელუჩი და ანანო
ლელუჩი და მარადა ნირვანაში გავიდნენ
ანანო მთელი ღამის ნათევი, დილის 6 საათზე სახლიდან მზის ამოსვლის გადაღების მიზნით გამოსული, და ამ ფოტოს გადაღების ჟამს რომ 8 საათი იყო და ანანოს ეძინებოდა პიკი ჰქონდა და
სად მიხოხაააააააააააააააააავ??????????
დიკარკა დიდი ჩანჩქერის სიყვარულში
დიკარკა და მასტერა დიდი ჩანჩქერის სიყვარულში
ჩვენი მეგზური ფისო : DDD
ამ ფისოზე მაგარი კაიფები იყო, კატა ნინძასავით დახტოდა აქეთ იქით, ხან ვის ფეხ ქვეშ შეძვრებოდა ხან ვისი, მთელი გზა ამ ფისოს დავდევდით და ერთმანეთს ვაფრთხილებდით ფეხი არ დაგვებიჯა, განსაკუთრებით რომას ფეხებ ქვეშ ყოფნა მოეწონა ფისოს (ან შეიძლება გაბრუვდა კიდეც, ამას ვერასდროს გავიგებთ ) რომას ფეხი რომ აეწია მხოლოდ "ჭყლიტ" დარჩებოდა ამ ფისოსგან
ფისომ გასმაზა : D
ხო ცხოველებზე გამახსენდა, გამიმართლა და ოთხფეხებიც მაგრად პოზირებდნენ აჭარაში, ასე მაგალითად...
დავბრუნდეთ ისევ ჩანჩქერზე
შეცვივდნენ კლდეზე
კლდის ხამებოოოოოოოოოოოო : DDDD
ბეშოოოოოოოო (ამ რაღაც მუზეუმს წინა დღისით მივაგენი მარტო რომ ვიყავი წასული, ვაკაკუნე, ვაბრახუნე, ფეხებიც ვაბაკუნე, კარები ვაჯანჯღარე მაგრამ არავინ გამიღო (( და მეორე დღეს მე და ბეშო ვესტუმრეთ )) )
ასე საყვარლად იღებდა რაღაცას
ანანოს ავტოწოლი ჩაერთო, მთელი გზა გაწოლილი იყო ტრასაზე : )))))
კრასავჩიკ : DDD
ისევ ბესო ბესო
ბესოს და ცუმბრიკას ობიექტივის სილუეტები : DDD
ლელუსკი და ზვი, ეს ადგილიღა დარჩათ გადასაცხრილი და... : DDD
ანანომ "ბრაააააააახ" დაიძახა და გადაიწვა
დაღლილი ანანო და ხოდზე მოსული სასტავი
აქ კაი პონტში იყო : DDD
ეხლა მოგიყვებით მაგარს... მოკლედ იქიდან წამოვედით 5ნი, რომა, ცუმბრიკა, მასტერა, დევიკო და მე
კუპე გვქონდა 1 : D და გვერდით კუპეში უნდა წასულიყო ვიღაც... რომა გავტენეთ გვერდით : DDD რომამ შეიხედა კუპეში და თვალებაცრემლებული შემოვიდა ვიღაც ბებერი ბებო და შვილიშვილები სხედან და თქვენთან ვიQნებიო : DDD ჩვენც შეგვეცოდა რომა და შემოვიკედლეთ... რომამ ზემოთ დავწვები 2 საათით და მე მეტი ძილი არ მინდა ავდგები და დაგაწვენთო
რომა დაწვა 2 საათით და იმ 2 საათმა დილის 8 საათამდე გასტანა : ))))
მოკლედ დავრჩით 4ნი 3 საწოლზე, თან საწოლები იყო ნუ იტყვი, A3 ზე იყო მოჭრილი : DDDD
იქით დევიკო მიგორდა, ზევით ცუმბრიკა და მე და მასტერას ერთმანეთის მუხლებში ჩაგვეძინა : DDD
ბიჭების ლაპარაკმა გამომაღვიძა, გინდა თუ არა ფილმი უნდა ჩავრთოთო, მეთქი რაზეა ფილმი, იქნებ ვუყურო მეთქი და ვიღაც უნიჭო კაზინოს მოთამაშეებზე აღმოჩნდა ფილმი... ოხ მეთქი წავედი დავიძინოოოოოოოოო და ერთხმად (რომას გარდა, იმას უკვე კარგა ხნის წინ ეძინა) შეეეეეეეეეენ გგონია ვიიიიინმე დაგაძინეეეეეეეეეეეეებს?????????????
ნუ კაი მეთქი არ დავიძინებ ჯანდაბას... მე როგორც ერთადერთი გოგო მთელს კუპეში და მგონი მთელ მატარებელშიც, პატივი მცეს და ზემოთა საწოლი დამითმეს და თან მთელი 1 საათი მიჩიჩინებდნენ ფილმს უნდა ვუყუროთ და არ დაგაძინებთო, ნუ შევეგუე იმ აზრს რომ არ დამაძინებდნენ, "პრავადნიკი" გაჩითეს უცებ, ფილმის ანოტაცია მოუყვნენ და ჩაართვევინეს კიდეც ფილმი და გაღიმებული, გაღრეჯილი სახეებით დაიწყეს ფილმის ყურება... ცოტათი ჩამეძინა და თვალები რომ გავახილე ვხედავ ასეთ კადრს...
რომა უცვლელად!
მასტერას და დევიკოს მოეღრიცათ კისერი და მიყრილიყვნენ
და ცუმბრიკა კიდე თატკალს ადგილი რომ არ შეხვდა ისტერიულად დაეხეტებოდა მატარებელში