იმ დროს როდესაც ფოტომოყვარულთა უმრევლესობას არ სურს ასობით დოლარის დახარჯვა მორიგი ობიექტივისთვის თუ მაშუქისთვის, არც თუ ისე იაპიანი სარკული კამერებისთვის, High-end კლასის კამერების მწარმოებელმა Hasselblad-მა გამოაცხადა ახალი პროფესიონალური კამერის, 50 მეგაპიქსელიანი H3DII-50-ის გამოშვების შესახებ.
აწყობილი თავისი წინამორბედის H3DII-39-ს ბაზაზე, ახალ კამერას შეუძლია დაიკვეხნოს Kodak-ის მაღალტექნოლოგიური სენსორით, რომლის ზომებია 36х48 მმ (რაც ფაქტიურად ორჯერ დიდია თანამედროვე DSLR კამერების მატრიცებზე).
მწარმოებლების განცხადებით H3DII-50–ით გადაღებული სურათის ზომა მერყეობს 300მბ–ის ფარგლებში. არსებული ინფორმაციით სენსორის მგრძნობელობაა 50–დან 400 ISO–მდე, კამერა თავსებადია Hasselblad ობიექტივების უმრავლესობასთან.
როგორც ჩანს სიახლე დახლებზე გამოჩნდება 2008 წლის ოქტომბერში. აღნისნული კამერის სავარაუდო ფასი არ იქნება 37000 აშშ დოლარზე ნაკლები.
კაი, არ გინდათ ეხლა ნერწყვი და დორბლი. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე: ეს კამეჩი და მონსტრი ჯიბეგაფხავებული საშუალოსტატისტიკური ბოკელისთვინ რო არ უქნია შამქნელს, ნათელია და დასტურ, ხომ კი? ეხლა რაშია საქმე: ერთის მხრივ ამის არსებობა ბაზარზე პროფ.სტუდიებისთვის და მეორეს მხრივ ე.წ. ფულფრეიმების გაჩენა-გამრავლება 35მმ-ის დიჯიტალ ვერსიაში რას გვაძლევს? რას და ფირის მედიუმ ფორმატების ჯიგარო კამერების გაიაფებას. ; ასე რომ კარგად თუ მოჩხრიკავთ და ჭიაც სათანადოდ გაწუხებთ, თავისუფლად აიწყობთ ამ კამერის 5-8 პროცენტ ფასში მშვენიერ მედიუმ ფორმატის სისტემას. ვოოოოტ!