IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> აჭარის მაღალმთიანეთი
რამოდენიმე დღის წინ აჭარის მაღალმთიანეთიდან დავბრუნდით. წესით და რიგით ორ სოფელში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ძნელია ფოტოგრაფი ერთ სოფელში გააჩერო, მითუმეტეს თუ ყოველდღე გეუბნებიან რომ ამ სოფელში საინტერესო გარეგნობის კარგი საპორტრეტე მოხუცი ცხოვრობს, ან იმ სოფლიდან უკეთესი ხედია და საინტერესო ძეგლი მოჩანს. მოკლედ, სულ გზაში ვიყავით და სულ აღმა-დაღმა ვეხეხებოდით, ვის სად უღამდებოდა ვის კიდევ სად, ზოგს გზაში უწვიმდებოდა და ზოგს კიდევ სკოლის ეზოში, ეგ კიარადა ტყეში მთელი დღის დამღლელი ხეტიალის მერე ზოგს თითში შერჭობილი ეკალი გველის ნაკბენი ეგონა, ხუმრობა იქით იყოს ჯერ არ ნახულის ნახვის მიზნით ხალხი არც ნივის „რუჩნოიზე“ ჯდომას თაკილობდა . დიდი ფეხბურთელებიც გვყავდა და ბავშვების ბანდაც, ამ ბანდის მეთაურს კი მარადი ერქვა (ქვია კიდევ), ხან ჩვენ დავსდევდით ბანდას და ხან კიდე ბანდა დაგვსდევდა ჩვენ.
არ ვიცი სხვა სახლებში რა ხდებოდა და ვერც თავს დავდებ რომ სხვამ იცის ჩვენს სახლში რა ხდებოდა (საერთოდ თავი მარტო ბალიშზე უნდა დადო კაცმა), მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც სოფლად ყოფნის დროს ლინზებზე, ობიექტივებზე, ბატარეებზე, ფოტოაპარატებზე, შტატივებბზე და ფოტოგრაფიასთან დაკავიშრებულ სხვა ელემენტებზე მოვისმინე სრულებით საკმარისია დისერტაციის დასაცავად .
ფოტოშოპის ხომ გაგონებაც აღარ მინდა. ამ ფოტოშოპზე კიდე ბილბორდა მახსნდება, ჩვენი ბილბორდა ხალხო თანაც ჩამოხეული, დილით რომ გადიოდა სოფლიდან და საღამოთი ბრუნდებოდა. ისე რაც ბილბორდა ნიგაზეულის მარშუტკის მძღოლებს ჩაუსასტავდა ნახევარი ბოკე უფასოდ ივლის აჭარის მთიაანეთში.
tsumbusha-ს საწყალი ნოუთბუქი, როგორც ვიცი ყველა გაჭირვება გმირულად გადაიტანა და დღესაც ერთგულად ემსახურება პატრონს .
MaStErOFmAsTeRs-ის მძიმე ჩანთა, ჩანჩექერის გზაზე კიდევ უფრო რომ დამძიმდა, რა ღირსეულად ატარა Icamen- მა .
ბატონ ისრაფილთან გამართული ნადიმი და _Anano_-ს შესრულებული სიმღერები.
ბილბორდამ რომ უთხრა ბატონ ისრაფილს ცვეტშიო
გუდრატა გახსოვთ? მერე უცებ კუდრაჭა რომ გახდა .
ხიხანის დამპყრობთათვის Icamen-ს დასახული მარშუტი, თანაც რა მარშუტი პირდაპირ მიუვალს და გაუვალს ვინღა ჩივის აუვალ კლდესთან რომ მიგვაყენა და მერე ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან, კიდევ კარგი განზე გასვლა მოვიფიქრეთ და მერე კი სულ მალე ხიხანიც დავიპყარით.
dave-ს ჩატარებული მასტერკლასები მცოცავი და მფრინავი ქვების აცილების ამბავში, მიმიქარავს მატრიცა (dave, ის ორი ვაშლი რა უყავი, შეჭამე კაცო? )
ჩემი დახეული ბოტასები, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და აუცილებლად დავუტოვებ შთამომავლობას.
ხიხანიდან დაბრუნებულები და დაღლილ დაქანცულები მე-9 თუ არა მე-7 სიზმარს მაინც რომ ვხედავდით ძილში და დილით „DIKARKA და გოგოები“ რომ შემოგვივარდნენ ოთახებში, ჰოი სად იყო მაშინ სამართალი თორემ კი უნდა გადაგვეხადა სამაგიერო.
ან ის რად ღირს გობრონეთში ყოფნის დროს ერთი სასტავი ცენტრალური სამანქანე გზისაკენ რომ დაეშვა და ლამის ნახევარი აჭარა მოიარა, მერე კიდე საღამოს სულ ტყე-ტყე იარეს სახლამდე, ბოლოს დღისადა ღამის შესაყარზე „მონატრებული“ შეხვედრა... იფ იფ, კარგი იყო.
გახსოვთ Icamen რომ ამოიჩემა საბაგიროზე უნდა დავჯდე ზემოდანო, ნეტა თითონ თუ ჯეროდა იქ დაჯდომის , მერე ბოსმა რა ჩაუტარა
ან კიდევ ფრთიანი გამოთქმები: DIKARKA და გოგოები, ე ბიჭო რას შობა, აი ბლაყვია ჭო? , ალემალაი ბლაყვია, პატივცემულო, იმანო, ბრავოოო, მეზობლებოოო, და ა.შ. ყველაზე მაგარი ანეგდოტი სიბემოლზე
ასე იყო თუ ისე იყო მთლიანობაში კარგი დღეები იყო, რაც ყველას გვაერთიანებდა ჩვენი თოფი და ხანჯალი, ჩვენი მელანი და კალამი, ჩვენი ბაღი და ბოსტანი, ჩვენი სახლი და აივანი, ჩვენი ჩვენი და კიდევ ერთხელ ჩვენი ფოტოაპარატები და უამარავი კადრად ქცეული წამი იყო.
პ.ს.
დანარჩენი თქვენ დაწერეთ, თქვენც ხომ იქ იყავით და კიდევ დადეთ ეგ დასაწვავი კიარადა საყვარელი ფოტოები
აჭარაში ალბათ სენია აბაზანის კარის შიგნიდან არჩაკეტვა
აბაზანაში რომ შევდიოდი და საკეტისკენ გავიხედებოდი სევდიანი თვალებით ეს სმაილიკი მედგა წინ
ანანოს იდეა იყო, კარებზე აბრა გავკიდოთ და რომ შევალთ გარედან და შიგნიდან მივაწეროთო
მოკლედ საშიშროება იმისა რომ ვინმე აპარატიანი ბიძია ან დეიდა შემოგიხტებოდა და შენდაუკითხავ nude-ს გადაგიღებდა დიდი იყო : DDD თუ არავინ შემოგივარდებოდა დიდი წარმატება იყო : DDD
ხოდა ერთხელაც ასეთი წარმატებული აბაზანის შემდეგ ავედი ჩვენს ოთახში და პირსაწმენდი კარადის კარებზე ჩამოვკიდე, კარადის კარები ოდნავ შეიღო და წიგნებს მოვკარი თვალი (Pს წიგნის წაღება დამავიწყდა და მაგრად ვწუწუნებდი, მართალია ვინ მოიცალა წიგნისთვის მაგრამ მაინც...) ხოდა ავიღე წიგნი და
ყურანი...
ვახ დამეჭყიტა თვალები და მუსლიმანებზე და სწავლებები მუსლიმანებზე ასეთი წიგნები იყო, ლოცვის პოზები და ა.შ ვიპოვნე ეს წიგნები და შევკივლე დიჰკარკაააააააააააა დიკარკაც ამოვარდა და მასაც დაეჭყიტა თვალები
ჯერ მთელი კაიფი ის იყო რომ წიგნი ვერ გადავშალეთ
როგორც იქნა გადავშალეთ წიგნი და ასოები იყოოოოოოოოოოოო, აი მეილზე რომ ვინმე დამწყები microsoft ქართული შრიფტით გამოგიგზავნის წერილს ეგეთი...
გაიგე ეხლა წიგნი სწორად გიჭირავს თუ არა, ან ის გაიგე რა წერია, რას გაიგებ?! ნუ შევეშვით მაგ წიგნს და გადავშალეთ მეორე, უკვე ქართულად ნაწერი წიგნი, ისეთი რაღაცეები ეწერა, მიმიქარავს ბოკეს ნიკები
ვკითხულობთ ახლა მე და დიკარკა უაზროდ სიტყვებს " კამეში შესვლის დუა ელლაჰჰუმე ფთეხ ლენაა ებვაბე რეხმეთიქე" როგორც თქვენ ვერაფერი გაიგეთ ისე ჩვენც... ხოდა სადაც ვიყავით გაჩერებულები იმ სახლის პატრონის (ქალის) ხმა გავიგეთ, დიკას ვეუბნები მოდი წიგნები დავმალოთ თორემ დაგვიჭერენ ფაქტზე მეთქი, არა გოგო არ ამოვაო დაიჟინა, ნუ არ ამოვა, ნუ ამოვა მეთქი და გავაგრძელეთ "შემეცნებითი საღამო", ცოტა დრო გავიდა და არ მოგვიკაკუნა ამ ქალმა? ეუF რა გინდა ქნა 5 წიგნი გიჭირავს ხელში და სად უნდა წაიღო? დიკარკა არ დაიბნა და შეიტენა მაიკის ქვეშ, სანახავად ღირდა ყველანაირი ღიპი და მუცელი მინახავს მაგრამ აი ოთხკუთხედი პირველად ვნახე იმ საღამოს Added @ გინდა ჩვენ წაგვეკითხოს წიგნი ქართულად და გინდა ქათამაძეს ემღეროს რამე სიმღერა, კაკაია რაზნიცა?!