IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> აჭარის მაღალმთიანეთი
რამოდენიმე დღის წინ აჭარის მაღალმთიანეთიდან დავბრუნდით. წესით და რიგით ორ სოფელში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ძნელია ფოტოგრაფი ერთ სოფელში გააჩერო, მითუმეტეს თუ ყოველდღე გეუბნებიან რომ ამ სოფელში საინტერესო გარეგნობის კარგი საპორტრეტე მოხუცი ცხოვრობს, ან იმ სოფლიდან უკეთესი ხედია და საინტერესო ძეგლი მოჩანს. მოკლედ, სულ გზაში ვიყავით და სულ აღმა-დაღმა ვეხეხებოდით, ვის სად უღამდებოდა ვის კიდევ სად, ზოგს გზაში უწვიმდებოდა და ზოგს კიდევ სკოლის ეზოში, ეგ კიარადა ტყეში მთელი დღის დამღლელი ხეტიალის მერე ზოგს თითში შერჭობილი ეკალი გველის ნაკბენი ეგონა, ხუმრობა იქით იყოს ჯერ არ ნახულის ნახვის მიზნით ხალხი არც ნივის „რუჩნოიზე“ ჯდომას თაკილობდა . დიდი ფეხბურთელებიც გვყავდა და ბავშვების ბანდაც, ამ ბანდის მეთაურს კი მარადი ერქვა (ქვია კიდევ), ხან ჩვენ დავსდევდით ბანდას და ხან კიდე ბანდა დაგვსდევდა ჩვენ.
არ ვიცი სხვა სახლებში რა ხდებოდა და ვერც თავს დავდებ რომ სხვამ იცის ჩვენს სახლში რა ხდებოდა (საერთოდ თავი მარტო ბალიშზე უნდა დადო კაცმა), მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც სოფლად ყოფნის დროს ლინზებზე, ობიექტივებზე, ბატარეებზე, ფოტოაპარატებზე, შტატივებბზე და ფოტოგრაფიასთან დაკავიშრებულ სხვა ელემენტებზე მოვისმინე სრულებით საკმარისია დისერტაციის დასაცავად .
ფოტოშოპის ხომ გაგონებაც აღარ მინდა. ამ ფოტოშოპზე კიდე ბილბორდა მახსნდება, ჩვენი ბილბორდა ხალხო თანაც ჩამოხეული, დილით რომ გადიოდა სოფლიდან და საღამოთი ბრუნდებოდა. ისე რაც ბილბორდა ნიგაზეულის მარშუტკის მძღოლებს ჩაუსასტავდა ნახევარი ბოკე უფასოდ ივლის აჭარის მთიაანეთში.
tsumbusha-ს საწყალი ნოუთბუქი, როგორც ვიცი ყველა გაჭირვება გმირულად გადაიტანა და დღესაც ერთგულად ემსახურება პატრონს .
MaStErOFmAsTeRs-ის მძიმე ჩანთა, ჩანჩექერის გზაზე კიდევ უფრო რომ დამძიმდა, რა ღირსეულად ატარა Icamen- მა .
ბატონ ისრაფილთან გამართული ნადიმი და _Anano_-ს შესრულებული სიმღერები.
ბილბორდამ რომ უთხრა ბატონ ისრაფილს ცვეტშიო
გუდრატა გახსოვთ? მერე უცებ კუდრაჭა რომ გახდა .
ხიხანის დამპყრობთათვის Icamen-ს დასახული მარშუტი, თანაც რა მარშუტი პირდაპირ მიუვალს და გაუვალს ვინღა ჩივის აუვალ კლდესთან რომ მიგვაყენა და მერე ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან, კიდევ კარგი განზე გასვლა მოვიფიქრეთ და მერე კი სულ მალე ხიხანიც დავიპყარით.
dave-ს ჩატარებული მასტერკლასები მცოცავი და მფრინავი ქვების აცილების ამბავში, მიმიქარავს მატრიცა (dave, ის ორი ვაშლი რა უყავი, შეჭამე კაცო? )
ჩემი დახეული ბოტასები, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და აუცილებლად დავუტოვებ შთამომავლობას.
ხიხანიდან დაბრუნებულები და დაღლილ დაქანცულები მე-9 თუ არა მე-7 სიზმარს მაინც რომ ვხედავდით ძილში და დილით „DIKARKA და გოგოები“ რომ შემოგვივარდნენ ოთახებში, ჰოი სად იყო მაშინ სამართალი თორემ კი უნდა გადაგვეხადა სამაგიერო.
ან ის რად ღირს გობრონეთში ყოფნის დროს ერთი სასტავი ცენტრალური სამანქანე გზისაკენ რომ დაეშვა და ლამის ნახევარი აჭარა მოიარა, მერე კიდე საღამოს სულ ტყე-ტყე იარეს სახლამდე, ბოლოს დღისადა ღამის შესაყარზე „მონატრებული“ შეხვედრა... იფ იფ, კარგი იყო.
გახსოვთ Icamen რომ ამოიჩემა საბაგიროზე უნდა დავჯდე ზემოდანო, ნეტა თითონ თუ ჯეროდა იქ დაჯდომის , მერე ბოსმა რა ჩაუტარა
ან კიდევ ფრთიანი გამოთქმები: DIKARKA და გოგოები, ე ბიჭო რას შობა, აი ბლაყვია ჭო? , ალემალაი ბლაყვია, პატივცემულო, იმანო, ბრავოოო, მეზობლებოოო, და ა.შ. ყველაზე მაგარი ანეგდოტი სიბემოლზე
ასე იყო თუ ისე იყო მთლიანობაში კარგი დღეები იყო, რაც ყველას გვაერთიანებდა ჩვენი თოფი და ხანჯალი, ჩვენი მელანი და კალამი, ჩვენი ბაღი და ბოსტანი, ჩვენი სახლი და აივანი, ჩვენი ჩვენი და კიდევ ერთხელ ჩვენი ფოტოაპარატები და უამარავი კადრად ქცეული წამი იყო.
პ.ს.
დანარჩენი თქვენ დაწერეთ, თქვენც ხომ იქ იყავით და კიდევ დადეთ ეგ დასაწვავი კიარადა საყვარელი ფოტოები
წავედი სადღაც, რომელიღაც სოფელში, მობილურში კი მიწერია სახელი მაგრამ გუშინ ბრახვანი გაადინა მობმა და ვერ ვრთავ კლავიატურას : DDD ხოდა ჯერ გავიხედე და ვხედავ თოვლიან კავკასიონს, ღობეებზე ჩაყოლებულ ვარდებს, მწვანე ხეებს, ხის სახლებს და "ნაყინი იაფად და კომუნიკაბელური გადარიცხვები"-ს სიმართლე გითხრათ ორივემ დამაინტერესა, ნაყინმა იმიტომ რომ იაფად ნაყინი როგორი იყო მინდოდა მენახა და კომუნიკაბელურმა იმიტომ რომ ანგარიშზე არ მქონდა და მაინტერესებდა ინტერნეტის გარეშე როგორ ირიცხება თანხა... რათქმაუნდა იქიდან გულგაცრუებული გამოვედი, ნაყინსაც ჩვეულებრივი ფასი ედო და გადარიცხვაც არ ხდებოდა... მოვიწყინე... რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავი... ჩამოვჯექი და დავიწყე გამდნარი ნაყინის ჭამა... უცებ ნათურა ამენთო თავთან და შევბრუნდი მაღაზიაში და გამყიდველს ვეკითხები რით შეიძლება გავერთო მეთქი, გამყიდველმა ისე შემომხედა უსიტყვოდ მოვბრუნდი და გამოვედი მაღაზიიდან, გამოსვლისას რაღაც სტრანნი შენობის თავი დავინახე, მოვბრუნდი და გამყიდველს ვეკითხები ეს რა არის მეთქი: - მეჩეთი, მომიგდო 1 სიტყვა და მივხვდი რომ უკვე ვაღიზიანებდი... ისევ გამოვბრუნდი, უცებ დამარტყა თავში ვაიდა ლოცვა რომ იყოს მეთქი?! შემოვედი ისევ მაღაზიაში და გამყიდველს ვეკითხები ლოცვა რა დღეებშია მეთქი: - პარასკეობით \, ისევ მომიგდო, ვააახ ვფიქრობ დღეს უკვე შაბათია, პარასკევამდე მთელი კვირაა... და გავიფიქრე იქნებ მაინც ღია იყოს მეთქი და შევბრუნდი ისევ მაღაზიაში რომ მეკითხა ღია იქნება თუ არა მეთქი მაგრამ შებრუნებისას გამყიდვლისკენ რომ გავიხედე ჩანგალზე ჰქონდა ხელი ჩაბღუჯული და აღარაფერი მიკითხავს, გამოვტრიალდი... მივედი მეჩეთის კართან დაბლა ფეხსაცმელები ეყარა, მივხვდი რომ ვიღაც იქნებოდა შიგნით, მივაკაკუნე, რეაქცია 0, კიდე მივაკაკუნე კიდე 0, მესამეჯერაც რომ მივაკაკუნე და არ გამომხედეს ავდექი და უკითხავად ვშვლიპე თავი... ვიღაც ტიპი იდგა და გვიდა... შევედი და უკაცრავად მეთქი, არ მომაქცია ყურადღება, ზევით იყო, უკაცრავააად, კიდე არ მომაქცია და ბოლოს "ალოოოოოოოოოოო" რომ დავიკივლე შემობრუნდა... მოვუყევი ზღაპრები რომ ჟამთააღმწერელი ვარ და საქართველოს ისტორიულ ფაქტებს ვიღებ და რელიგიებსაც მათ შორის და ა.შ და ა.შ მაგრამ რათ გინდა, სულ არ აინტერესებს ვინ ხარ... - რა გინდა! მეთქი, რავიცი რამდენიმე კითხვა მაქვს... დღეს ლოცვა არის მეთქი? - კი! - მლოცველები მოდიან? ვეკითხები - ცოტა! მეთქი საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ვიღებ ბიძია და შეიძლება რომ ლოცვაც გადავიღოოო????
- გადი გარეთ! ვახ მეთქი აი შარი, რატომ? ვკითხე - ფეხსაცმლით არ შეიძლება! - უიჰ მეთქი ხო რავიცი გავალ გავედი გავიხადე ფეხზე, შევედი გადავიღო ლოცვა ბიძია? - არა! ვაიიი მეთქი ისე არ წავალ რამე რომ არ გადავიღო! ავუწიე ტონს : DDD
- მეჩეთი გადაიღე ლოცვა არა! კარგი მეთქი გადავიღებ მეჩეთს და ლოცვა როდის იწყება? და დავაყარე ტონა კითხვები და ნელნელა ინფორმაცია გამოვტყუე...
თურმე იწყებოდა 1:30 ზე და მთავრდებოდა 30 წუთში, ადრე მახსოვდა ისიც რომ მუსლიმანები რომ ლოცულობენ რაც არ უნდა მოხდეს არ დგებიან ფეხზე (რომელიღაც ფილმში მქონდა ნანახი :DDDD)
ნუ რამდენიმე კადრი ჩავაჩხაკუნე და ლოცვა იწყება გადიო და ოკ მეთქი (ოკ რამდენად გაიგო არ ვიცი )
გამოვედი და ზუსტად 2 წუთში მოულოდნელი სტუმარი გავხდი მეჩეთის
დავიწყე აქეთ იქით ბლაყუნი, თან მასტერას ფოტოაპარატი მეჭირა და ბომბის გავარდნასავით ჰქონდა ხმა ჩხაკუნებს )))))))))))))))))
ერთი ბებერი ბაბუ ისე ცუდად მიყურებდა ეტყობა ელოდებოდა როდის დამთავრდებოდა ლოცვა რომ მაგრად ვეცემე :DDDD
საათი დავინიშნე და ზუსტად 27 წუთში რომ მოვძუძგე იქიდან 3 წუთში სოფლის თავში ვიყავი და მარშუტკას ვაჩერებდი