IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> აჭარის მაღალმთიანეთი
რამოდენიმე დღის წინ აჭარის მაღალმთიანეთიდან დავბრუნდით. წესით და რიგით ორ სოფელში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ძნელია ფოტოგრაფი ერთ სოფელში გააჩერო, მითუმეტეს თუ ყოველდღე გეუბნებიან რომ ამ სოფელში საინტერესო გარეგნობის კარგი საპორტრეტე მოხუცი ცხოვრობს, ან იმ სოფლიდან უკეთესი ხედია და საინტერესო ძეგლი მოჩანს. მოკლედ, სულ გზაში ვიყავით და სულ აღმა-დაღმა ვეხეხებოდით, ვის სად უღამდებოდა ვის კიდევ სად, ზოგს გზაში უწვიმდებოდა და ზოგს კიდევ სკოლის ეზოში, ეგ კიარადა ტყეში მთელი დღის დამღლელი ხეტიალის მერე ზოგს თითში შერჭობილი ეკალი გველის ნაკბენი ეგონა, ხუმრობა იქით იყოს ჯერ არ ნახულის ნახვის მიზნით ხალხი არც ნივის „რუჩნოიზე“ ჯდომას თაკილობდა . დიდი ფეხბურთელებიც გვყავდა და ბავშვების ბანდაც, ამ ბანდის მეთაურს კი მარადი ერქვა (ქვია კიდევ), ხან ჩვენ დავსდევდით ბანდას და ხან კიდე ბანდა დაგვსდევდა ჩვენ.
არ ვიცი სხვა სახლებში რა ხდებოდა და ვერც თავს დავდებ რომ სხვამ იცის ჩვენს სახლში რა ხდებოდა (საერთოდ თავი მარტო ბალიშზე უნდა დადო კაცმა), მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც სოფლად ყოფნის დროს ლინზებზე, ობიექტივებზე, ბატარეებზე, ფოტოაპარატებზე, შტატივებბზე და ფოტოგრაფიასთან დაკავიშრებულ სხვა ელემენტებზე მოვისმინე სრულებით საკმარისია დისერტაციის დასაცავად .
ფოტოშოპის ხომ გაგონებაც აღარ მინდა. ამ ფოტოშოპზე კიდე ბილბორდა მახსნდება, ჩვენი ბილბორდა ხალხო თანაც ჩამოხეული, დილით რომ გადიოდა სოფლიდან და საღამოთი ბრუნდებოდა. ისე რაც ბილბორდა ნიგაზეულის მარშუტკის მძღოლებს ჩაუსასტავდა ნახევარი ბოკე უფასოდ ივლის აჭარის მთიაანეთში.
tsumbusha-ს საწყალი ნოუთბუქი, როგორც ვიცი ყველა გაჭირვება გმირულად გადაიტანა და დღესაც ერთგულად ემსახურება პატრონს .
MaStErOFmAsTeRs-ის მძიმე ჩანთა, ჩანჩექერის გზაზე კიდევ უფრო რომ დამძიმდა, რა ღირსეულად ატარა Icamen- მა .
ბატონ ისრაფილთან გამართული ნადიმი და _Anano_-ს შესრულებული სიმღერები.
ბილბორდამ რომ უთხრა ბატონ ისრაფილს ცვეტშიო
გუდრატა გახსოვთ? მერე უცებ კუდრაჭა რომ გახდა .
ხიხანის დამპყრობთათვის Icamen-ს დასახული მარშუტი, თანაც რა მარშუტი პირდაპირ მიუვალს და გაუვალს ვინღა ჩივის აუვალ კლდესთან რომ მიგვაყენა და მერე ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან, კიდევ კარგი განზე გასვლა მოვიფიქრეთ და მერე კი სულ მალე ხიხანიც დავიპყარით.
dave-ს ჩატარებული მასტერკლასები მცოცავი და მფრინავი ქვების აცილების ამბავში, მიმიქარავს მატრიცა (dave, ის ორი ვაშლი რა უყავი, შეჭამე კაცო? )
ჩემი დახეული ბოტასები, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და აუცილებლად დავუტოვებ შთამომავლობას.
ხიხანიდან დაბრუნებულები და დაღლილ დაქანცულები მე-9 თუ არა მე-7 სიზმარს მაინც რომ ვხედავდით ძილში და დილით „DIKARKA და გოგოები“ რომ შემოგვივარდნენ ოთახებში, ჰოი სად იყო მაშინ სამართალი თორემ კი უნდა გადაგვეხადა სამაგიერო.
ან ის რად ღირს გობრონეთში ყოფნის დროს ერთი სასტავი ცენტრალური სამანქანე გზისაკენ რომ დაეშვა და ლამის ნახევარი აჭარა მოიარა, მერე კიდე საღამოს სულ ტყე-ტყე იარეს სახლამდე, ბოლოს დღისადა ღამის შესაყარზე „მონატრებული“ შეხვედრა... იფ იფ, კარგი იყო.
გახსოვთ Icamen რომ ამოიჩემა საბაგიროზე უნდა დავჯდე ზემოდანო, ნეტა თითონ თუ ჯეროდა იქ დაჯდომის , მერე ბოსმა რა ჩაუტარა
ან კიდევ ფრთიანი გამოთქმები: DIKARKA და გოგოები, ე ბიჭო რას შობა, აი ბლაყვია ჭო? , ალემალაი ბლაყვია, პატივცემულო, იმანო, ბრავოოო, მეზობლებოოო, და ა.შ. ყველაზე მაგარი ანეგდოტი სიბემოლზე
ასე იყო თუ ისე იყო მთლიანობაში კარგი დღეები იყო, რაც ყველას გვაერთიანებდა ჩვენი თოფი და ხანჯალი, ჩვენი მელანი და კალამი, ჩვენი ბაღი და ბოსტანი, ჩვენი სახლი და აივანი, ჩვენი ჩვენი და კიდევ ერთხელ ჩვენი ფოტოაპარატები და უამარავი კადრად ქცეული წამი იყო.
პ.ს.
დანარჩენი თქვენ დაწერეთ, თქვენც ხომ იქ იყავით და კიდევ დადეთ ეგ დასაწვავი კიარადა საყვარელი ფოტოები
ჩავბლაყუნდი ხულოში... საერთოდ რა პრინციპით დავდიოდი გეტყვით, ჩამოვიდოდი ტრასაზე (შორი გზიდან : DDD ) დავდგებოდი და ეხლა მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ მეთქი ვფიქრობდი... ორივე ხელს ავწევდი და რომელიც უფრო მაგრად ჩანდა იმ მიმართულებით მივდიოდი, მერე მეორე დღეს ისევ დავდგებოდი ტრასასთან და იქით ხომ ვიყავი აქეთ წავალ მეთქი, მერე მესამე დღეს გადავიდოდი მეორე მხარეს ტრასიდან და ქვევით წავიდე თუ ზევით მეთქი? წავიდოდი მაგალითად ზევით და მეოთხე დღეს ქვევით რათქმაუნდა... ხოდა ასეთი მეთოდით ერთ დღესაც აღმოვჩნდი ხულოში (სოფელია ეგეთი) დავიარე მიმდებარე ტერიტორიები, დაჟე სატირალში წასვლაც დავაპირე მაგრამ დამეზარა... გადავიღე რაღაცეები და ვიღაც ხულოელი ბაბუ შემიჩნდა საბაგიროდან არის ძაან მაგარი ხედიოო... (არადა მარშუტკაში გამაფრთხილეს, მაინცდამაინც ნუ ენდობი სარეცხის თოკზეა ჩამოკიდებულიო )))))) ვახ მომინდა ეხლა საბაგიროზე, მაგრამ მეშინია კაცო ეგეთი რაღაცეების... თვითმფრინავების საბაგიროების და ლიფტების ( ჩემი და მე16 ზე ცხოვრობს და სულ 3 ჯერ ვარ ნამყოფი იმიტომ რომ ლიფტის მეშინია) ხოდა თან მომინდა მაგარი კადრების გადაღება და თან როგორია ეხლა საბაგიროზე დაჯდომა, თან რომ გავხედე sad უნდა გასულიყო საბაგირო გადამიტრიალდა გული (იქით მხარეს იყო) ხოდა ვიფიქრე ეხლა, ნუ ჯანდაბას მეთქი დაველოდები და რომ მოვა შევხედავ კიდე ერთხელ მეთქი და მერე გადავწყვეტ ავიდე თუ არა მეთქი, თან ეს თოკები ქარზე ქანაობდა და იმხელა ბარახლო რომ წარმოვიდგინე ზედ ეკიდა წამეჭირა სპაზმი... ნუ დაველოდე და ვხედავ რაღაც უშველებელი დაჟანგებული ვარდისფერი ტროლეიბუსი კიდია ჰაერში და მოდის... მოვიდა, შევხედე და თვალთ დამიბნელდა... მეთქი ე ჰ მე აქ ამსვლელი არ ვარ თქო.. ხოდა გამოვბრუნდი და ჩამოვედი, აღშფოთებულზე ლუდი დავლიე... ლუდის სმის პროცესში კიდევ ვფიქრობდი ასვლას, თან კადრები მენანებოდა... არადა როგორია გეშინია ასვლა... მოკლედ ამ დილემის ქვეშ ვიყავი და გადავწყვიტე შიშის დაძლევის ყველაზე კარგი ხერხისთვის მიმემართა: - 5 კათხა ლუდი თუ შეიძლებააააააა მომსახურე პერსონალმა კუშტად გადმომხედა, თავი გააქნია ეს ახალგაზრდობა როგორ გაფუჭდამეტყველი თვალებით და მომიტანა ლუდი
აბა იქ სმა ატყდააააააააა , მაგრამ რა ატყდა მარტო ვიყავი
ერთი სიტყვით გავილეწე... ძლივს წამოვდექი ფეხზე თითი მაღლა ავწიე, თვითდაჯერებული მზერა ვსტყორცნე საკუთარ თავს და წამოვიდა ფრაზა: ფოტოგრაფიისთვის თავსაც გავწირავ!!!
კისრის ტეხვით ავირბინე საბაგიროს კიბეებზე მივაწყდი დაჟანგებულ რკინის კალათას და რათ გინდა დაუკეტიათ (((