IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> აჭარის მაღალმთიანეთი
რამოდენიმე დღის წინ აჭარის მაღალმთიანეთიდან დავბრუნდით. წესით და რიგით ორ სოფელში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ძნელია ფოტოგრაფი ერთ სოფელში გააჩერო, მითუმეტეს თუ ყოველდღე გეუბნებიან რომ ამ სოფელში საინტერესო გარეგნობის კარგი საპორტრეტე მოხუცი ცხოვრობს, ან იმ სოფლიდან უკეთესი ხედია და საინტერესო ძეგლი მოჩანს. მოკლედ, სულ გზაში ვიყავით და სულ აღმა-დაღმა ვეხეხებოდით, ვის სად უღამდებოდა ვის კიდევ სად, ზოგს გზაში უწვიმდებოდა და ზოგს კიდევ სკოლის ეზოში, ეგ კიარადა ტყეში მთელი დღის დამღლელი ხეტიალის მერე ზოგს თითში შერჭობილი ეკალი გველის ნაკბენი ეგონა, ხუმრობა იქით იყოს ჯერ არ ნახულის ნახვის მიზნით ხალხი არც ნივის „რუჩნოიზე“ ჯდომას თაკილობდა . დიდი ფეხბურთელებიც გვყავდა და ბავშვების ბანდაც, ამ ბანდის მეთაურს კი მარადი ერქვა (ქვია კიდევ), ხან ჩვენ დავსდევდით ბანდას და ხან კიდე ბანდა დაგვსდევდა ჩვენ.
არ ვიცი სხვა სახლებში რა ხდებოდა და ვერც თავს დავდებ რომ სხვამ იცის ჩვენს სახლში რა ხდებოდა (საერთოდ თავი მარტო ბალიშზე უნდა დადო კაცმა), მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც სოფლად ყოფნის დროს ლინზებზე, ობიექტივებზე, ბატარეებზე, ფოტოაპარატებზე, შტატივებბზე და ფოტოგრაფიასთან დაკავიშრებულ სხვა ელემენტებზე მოვისმინე სრულებით საკმარისია დისერტაციის დასაცავად .
ფოტოშოპის ხომ გაგონებაც აღარ მინდა. ამ ფოტოშოპზე კიდე ბილბორდა მახსნდება, ჩვენი ბილბორდა ხალხო თანაც ჩამოხეული, დილით რომ გადიოდა სოფლიდან და საღამოთი ბრუნდებოდა. ისე რაც ბილბორდა ნიგაზეულის მარშუტკის მძღოლებს ჩაუსასტავდა ნახევარი ბოკე უფასოდ ივლის აჭარის მთიაანეთში.
tsumbusha-ს საწყალი ნოუთბუქი, როგორც ვიცი ყველა გაჭირვება გმირულად გადაიტანა და დღესაც ერთგულად ემსახურება პატრონს .
MaStErOFmAsTeRs-ის მძიმე ჩანთა, ჩანჩექერის გზაზე კიდევ უფრო რომ დამძიმდა, რა ღირსეულად ატარა Icamen- მა .
ბატონ ისრაფილთან გამართული ნადიმი და _Anano_-ს შესრულებული სიმღერები.
ბილბორდამ რომ უთხრა ბატონ ისრაფილს ცვეტშიო
გუდრატა გახსოვთ? მერე უცებ კუდრაჭა რომ გახდა .
ხიხანის დამპყრობთათვის Icamen-ს დასახული მარშუტი, თანაც რა მარშუტი პირდაპირ მიუვალს და გაუვალს ვინღა ჩივის აუვალ კლდესთან რომ მიგვაყენა და მერე ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან, კიდევ კარგი განზე გასვლა მოვიფიქრეთ და მერე კი სულ მალე ხიხანიც დავიპყარით.
dave-ს ჩატარებული მასტერკლასები მცოცავი და მფრინავი ქვების აცილების ამბავში, მიმიქარავს მატრიცა (dave, ის ორი ვაშლი რა უყავი, შეჭამე კაცო? )
ჩემი დახეული ბოტასები, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და აუცილებლად დავუტოვებ შთამომავლობას.
ხიხანიდან დაბრუნებულები და დაღლილ დაქანცულები მე-9 თუ არა მე-7 სიზმარს მაინც რომ ვხედავდით ძილში და დილით „DIKARKA და გოგოები“ რომ შემოგვივარდნენ ოთახებში, ჰოი სად იყო მაშინ სამართალი თორემ კი უნდა გადაგვეხადა სამაგიერო.
ან ის რად ღირს გობრონეთში ყოფნის დროს ერთი სასტავი ცენტრალური სამანქანე გზისაკენ რომ დაეშვა და ლამის ნახევარი აჭარა მოიარა, მერე კიდე საღამოს სულ ტყე-ტყე იარეს სახლამდე, ბოლოს დღისადა ღამის შესაყარზე „მონატრებული“ შეხვედრა... იფ იფ, კარგი იყო.
გახსოვთ Icamen რომ ამოიჩემა საბაგიროზე უნდა დავჯდე ზემოდანო, ნეტა თითონ თუ ჯეროდა იქ დაჯდომის , მერე ბოსმა რა ჩაუტარა
ან კიდევ ფრთიანი გამოთქმები: DIKARKA და გოგოები, ე ბიჭო რას შობა, აი ბლაყვია ჭო? , ალემალაი ბლაყვია, პატივცემულო, იმანო, ბრავოოო, მეზობლებოოო, და ა.შ. ყველაზე მაგარი ანეგდოტი სიბემოლზე
ასე იყო თუ ისე იყო მთლიანობაში კარგი დღეები იყო, რაც ყველას გვაერთიანებდა ჩვენი თოფი და ხანჯალი, ჩვენი მელანი და კალამი, ჩვენი ბაღი და ბოსტანი, ჩვენი სახლი და აივანი, ჩვენი ჩვენი და კიდევ ერთხელ ჩვენი ფოტოაპარატები და უამარავი კადრად ქცეული წამი იყო.
პ.ს.
დანარჩენი თქვენ დაწერეთ, თქვენც ხომ იქ იყავით და კიდევ დადეთ ეგ დასაწვავი კიარადა საყვარელი ფოტოები
ახალი ისტორია, დიკარკა, ანანო, ირაკლი და მე გავგიჟდით და წავედით თამარის ხიდის სანახავად რამდენ კილომეტრში ჩორტ ზნაეტ... მივედით და ვნახეთ კვერცხებიანი ხიდი...
ანანომ ეგრევე შვლიპა მდინარისკენ თავი... ირაკლიმ ვიღაც შიშველი ბავშვები აპოზირა : DD დიკარკა აპარატებს ყარაულობდა ჩრდილში : DD და აი ეხლა მე რა მომივიდა გეტყვით : ))) დიდის ამბით გავიჭერი მდინარეში ხიდი უნდა გადავიღო შუიდან მეთქი, 1-2 კადრი კი გადავიღე, (აქ არ მაქვს ოღონდ) მაგრამ გავიჭედე და ვეღარ მოვდიოდი მე კი ვიცი ცურვა მაგრამ აპარატმა არ იცოდა : D ძლივს გამოვედი იმ სლიპინა ქვებზე
მერე ავიტეხე 1 ცალი ხე უნდა გადავიღო მეთქი და იქ უნდა წავიდე მეთქი, რომ შევხედე ახლოს კი ჩანდა მაგრამ ახლო ეძახე და კი იყო კაი ნახევარ კილომეტრში, დავაწექი ხისკენ, ანანომ მალე მოდი არ დაგვიღამდესო ოკ მეთქი (იმედით რომ ხე ახლოს იყო : DDD ) მივედი ამ დებილ ხესთან ხოდა ამ ხის ამბებში ვიყავი და გავიხედე და შორიდან მოგაზაობს მარშუტკა ეუF მეთქი ეხლა უეჭველი მაგრად მიმაკლავენ ამ ხეს თუ არ მივუსწარი მარშუტკას მეთქი იმიტომ რომ იქით ტრასაზე მელოდებოდნენ ბავშვები არადა ტრასიდან კარგად მოშორებული ვიყავი, თან მარშუტკებიც პა პრაზნიკამ დადიოდნენ, ხოდა გავიქეცი ამ მარშუტკისკენ და ზუსტად ისე მივედი რომ გავუსწორდით ერთმანეთს, ძლივს ვსუნთქვდი მძღოლს ვერ გავაგებინე სად მივდიოდით მივუახლოვდით ბავშვებს და წამოვედით ყველანი უკან...
ერთი მძღოლი შეგვპირდა უკან აგიყვანთ გობრონეთსო... ჩვენც იმედი გვქონდა რომ აგვიყვანდა და მაინცდამაინც არ გვიჩქარია... მივედით და სადაა მძღოლი ჩაბიჟვინებული იწვა ეძინა... ვიღაცამ 20 ლარად აგიყვანთ 5 კილომეტრსო ლოლ... ირაკლიმ არა კაცო რათ გვინდა, ასახვევი აქვეაო "აქვეა" საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა ფეხით უსაშინლესად ბევრი ვიარეთ და კიდე მანქანა გავაჩერეთ და იმ მანქანამაც ბევრი რომ იარა კინაღამ გადავსვით ირაკლი "აქვე"
უკვე შებინდებას იწყებდა მოკლეზე რომ წავედით ტყიდან და კარგადაც დაგვიბნელდა
იქ ამბები იყოოოოოოოოოოოო ))))))))))
გზადაგზა დათვებს, მგლებს, ტურებს და კიდევ ვინ იცის რას ვაფრთხობდით დიკარკა ჩვენ გვაფრთხობდა : DDDD დიკარკას ამბები ჭირდააააააააა : DDD კინაღამ შემოვტოვე რომელიმე უახლოეს ხეზე
ირაკლი წინ მიგვიძღვოდა დიდის ამბით მაგრამ ნეტა რამე გაფაჩუნებულიყო კი ვიცი რა ამბებიც დატრიალდებოდა ანანომ იმდენი ილაპარაკა 1 კვირის ამოწურა
და მე ისე საოცრად დავგორდიიიიიიიიიიიი სადღააააააააააააააც ანანომ ისეთი დამცინა დღემდე ვკაიფობ
მე მაპატიეთ წერტილ-მძიმე არ უსწავლებიათ ჩემთვის ბავშვობაში : DDDDD