აჭარის მთიანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით CHF ფინანსური ხელშეწყობით საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში 2008 წლის 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აჭარის ორ სოფელში, კერძოდ კი გობრონეთსა და ნიგაზეულში სამ-სამი დღით დაგეგმილია ფოტოგრაფთა მცირე ტურისტული ჯგუფის აყვანა. პროექტის მიხედვით ღონისძიების მონაწილეები იცხოვრებენ სოფლად ადგილობრივი მოსახელობის მიერ მოწყობილ მცირე სასტუმრო სახლებში ე.წ. გესთჰაუზებში.
სოფლად ცხოვრების, ბუნებაში გასეირნების, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნახვის და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების პარალელურად მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ფოტოები ისეთ თემებზე როგორციაა: პორტრეტი, პეიზაჟი, ბუნება, პანორამა, ცხოველები და ა.შ.
2008 წლის 5 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოების განთავსება მოხდება ფოტოკლუბ ბოკეს საიტზე სპეციალურად პროექტისათვის გახსნილ გალერეაში. საიტზე ატვირთული ფოტოების შედეგად პროექტის ჟიურის მიერ შეირჩევა 40-დე ფოტო და მოხდება მისი გამოფენა ქ. ბათუმში 2008 წლის 15-17 ივლისს.
პროექტში ჩართული ათი მონაწილისგან სამი შეირჩევა ფოტო კლუბ ბოკეს წევრებისგან. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკუთარი პოზიცია არაუგვიანეს 20 ივნისისა გამოხატონ ამ თემაში, მიწერეთ suxo-ს პმ-ში ან ელექტრონულ ფოსტაზე sulkhansaladze '@' gmail.com
პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები თბილისიდან ბათუმამდე და უკან, პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით დანიშნულების ადგილამდე (შესაბამის სოფლებამდე), ღამის თევით და სამჯერადი კვებით.
დამატებით ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის სასურველ კითხვებზე მიიღებთ ამ თემაში. შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზატორები დაუკავშირდებიან პირადად.
შეგახსენებთ რომ 2008 წლის 10 ივლისიდან დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება ფოტოების ატვრითვა საკონკურსო გალერეაში. პირობები:
1. თითოეულმა თქვენთაგანმა ფოტოები გადააგზავნოს შემდეგ საფოსტო მისამართზე competition '@' boke.ge . 2. ერთ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 15 ფოტოს გაგზავნა. თითოეულ ფოტოს თან უნდა ახლდეს ფოტოს ავტორის სახელი გვარი და ნიკი. 3. ფოტოს ზომა უნდა აკმაყოფილებდეს ბოკეზე დაწესებულ ლიმიტს. თავისთავად ორიგინალ ვარიატნს იტოვებენ მონაწილეები, რომ შემდეგში შესაძლებელი იყოს დაბეჭედვა 4. ფოტოები დაიდება “ანონიმით“.
5. შეფასება - ფოტოკონკურსის მსველელობისას ჟიურის მიერ შეფასებული ფოტოების შედეგად საგამოფენოდ შეირჩევა 35 ფოტო. საგამოფენოდ ფოტოების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება: - პორტრეტი - 7 - პანორამა და პეიზაჟი - 12 - ჟანრი, სიუჯეტი - 6 - ბუნება - 10
ჟიური შედგება 5 წევრისგან: - 2 „ბოკეს“ ადმინისტრაციიდან და 1 ფოტოგრაფიის სპეციალისტი - 2 პროექტის ორგანიზატორები - ერთი ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ და CHF INTERNATIONAL-იდან.
ფოტოების შეფასებისას ცხადია ყურადღება მიექცევა მხატვრულობას/ტექნიკას, მაგრამ რამდენადაც ფოტოკონკურსის ძირითადი მიზანია ტურიზმის პოპულარიზაცია აჭარის მთიანეთში - გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნება ეს მომენტიც (ჟიურის 2 წევრის მიერ, რომლებიც არიან პროექტის ორგანიზატორების მხრიდან)
6. ამასთანავე გალერეაში ატვირთული ყველა ფოტო გადაღებული უნდა იყოს აჭარის მთიანეთში აღნიშნული კონკურსის მსვლელობის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო მოხსნილი იქნება გალერეიდან. კარგი იქნება თუ მონაწილეები წინასწარ შეთახმდებით ვინ რა ფოტოს გააგზავნის საკონკურსო გალერეაში ასატვირთავად, შედეგად თავიდან ავიცილებთ გალერიაში ერთიდაიგივე ფოტოებს და არჩევანიც უფრო მრავალფეროვანი იქნება. იმ შემთხვევაში თუ გამოგზავნილი იქნება რამდენიმე მონაწილედან ერთი და იგივე კადრი, ჯიური ირჩევს ამ ფოტოებიდან საუკეთესოს, რომელიც დაიდება შეფასებისთვის, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სხვა ფოტო.
ყველა მონაწილეს პროექტის ორგანიზატორებიდან ავტომატურად გადაეცემა „ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის“ უფასო აბონემენტი.