IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოგრაფიის ისტორია
არის ასეთი თემა თუ არა? მე არ ვიცი არ მინახავს და მემგონი უნდა იყოს და ვინც შედარებით გარკვეულია ამაში დაწეროს პატარა სტატიები თუ არ ეზარება მე სამხატვროში მასწავლიანდ და ძალიან საინტერესოა
ფოტოგრაფია ფოტოგრაფია ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს ხატვის ტექნიკას სინათლის მეშვეობით, რომლის შედეგად მიიღება გამოსახულება სინათლეზე რეაგირებად ზედაპირზე. სიტყვა ფოტოგრაფია შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან: `ფოს~-შუქი, `გრაფოს~-ვწერ და ნიშნავს `შუქწერას~, `ნათელბეჭდვას~. პირველი ნაბეჭდი გამოსახულება გაკეთდა 1822 წელს, ფრანგი ჟოზეფ ნისეფორომ ნიეპსომის მიერ, მაგრამ იგი ჩვენამდე არ შემორჩა. ამიტომაც ფოტოგრაფიის ისტორიაში პირველ ფოტოდ ითვლება 1826 წელს ნიეპსომის მიერ გადაღებული ფოტო სახელწოდებით `ხედი ფანჯრიდან~. ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცემ აღმოაჩინა (1727). 1802 წელს ინგლისელმა ტ. უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით. ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა ლ. დაგერმა და ჟ. ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტოპია უწოდეს. ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი. მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად. ძველ დროში ყველა ფოტოსურათი იყო შავ-თეთრი, თუმცა ფერადი ფოტოფირის გამოგონების შემდეგაც შავ-თეთრი ფოტოგრაფია აგრძელებდა დომინირებას წლების განმავლობაში, თავისი დაბალი ფასის და `კლასიკური~ ფოტოგრაფიული ხედვის გამო. შავ-თეთრი ფოტოგრაფია დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ცნობილი ფოტოგრაფი უარს ამბობს ფერად ფოტოგრაფიაზე და ამჯობინებს შავ-თეთრს. ფერადი ფოტოგრაფია გამოიგონეს 1800 - იან წლებში. პირველი ფერადი ფოტოსურათი გადაღებული იქნა 1861 წელს ფიზიკოს ჯეიმს კლერკ მაქსველის მიერ. ფერადი სურათების გადაღების ერთ-ერთი უძველესი მეთოდი იყო 3 ფოტოაპარატის გამოყენება. თითოეულ ფოტოაპარატს ობიექტივზე დამაგრებული ჰქონდა სხვადასხვა ფერის ფილტრი და ამის მეშვეობით იღებდნენ ფერად სურათს. კომერციული ფოტოგრაფია: მოემზადეთ მომჭირნე ცხოვრებისათვის, - გვაფრთხილებს პიტერ ჰაუი (ჟურნალ `ლაიფის~-ის ფოტოგრაფიის სექციის ხელმძღვანელი, `ნიუ იორკ მეგეზინ~-ის ხელმძღვანელი), რადგან ფოტოჟურნალისტიკაში გამდიდრება გამონაკლისი შემთხვევაა. მისი აზრით, ფოტოჟურნალისტი პედაგოგსა და მსახიობს უფრო ჩამოჰგავს, რადგან ამ პრეფესიებში ემოციური მხარე სჭარბობს ფინანსურ დაინტერესებას (შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2001 წელს ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფების მხოლოდ 10-მა პროცენტმა გამოიმუშავა 48 000 დოლარზე მეტი. ფოტოგრაფების საშუალო შემოსავალი 2300 დოლარია). სარეკლამო ფოტოგრაფია: ასეთი სახის ფოტოგრაფია გამოიყენება პროდუქტის ან მომსახურების ილუსტრაციისთვის ან გაყიდვისთვის. ასეთი სახის სურათებს ჩვეულებრივ აკეთებენ სარეკლამო სააგენტოები, დიზაინერული ფირმები ან უბრალო ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანები. სამოდელო და გლამურის ფოტოგრაფია: ასეთი სახის ფოტოგრაფია ძირითადად წარმოადგენს მოდელს. სამოდელო ფოტოგრაფია ხაზს უსვამს ტანსაცმელს და პროდუქტს, გლამური კი ხაზს უსვამს მოდელს. გლამურის ფოტოგრაფია არის პოპულარული რეკლამირებასა და მამაკაცების მაღაზიებში. დანაშაულის სცენის ფოტოგრაფია: ასეთი სახის ფოტოგრაფია გამოიყენება დანაშაულის ადგილის ფოტოსურათებით აღბეჭვდისთვის, როგორიცაა ქურდობის და მკვლელობის შემთხვევები. ასეთი სახის ფოტოგრაფიაში გამოიყენება შავ-თეთრი და ინფრაწითელი ფოტოაპარატები სპეციალური დეტალების დასაფიქსირებლად. საჭმელი პროდუქტების ფოტოგრაფია: ძირითადად გამოიყენებენ რეკლამირებისას და შეფუთვისათვის. ფოტოჟურნალისტიკა: ფოტოჟურნალისტიკა არის ჟურნალისტიკის კერძო სახე, რომელიც გვიყვება ისტორიას ფოტოების საშუალებით. იგი ფოტოგრაფიის სხვა სახეებისგან განსხვავდება მისი არსით: თითოეული ფოტო უნდა იყოს განლაგებული ქრონოლოგიურად და ასახავდეს ამა თუ იმ ისტორიის ობიექტურ მხარეს, იგი არ უნდა იყოს დამახინჯებული ან გადაკეთებული, გამოსახულება შეეთავსება ახალი ამბების სხვადასხვა ელემენტებს, რათა გადასცეს მაყურებელს ინფორმაცია ამბის შესახებ. ფოტოჟურნალისტიკას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დედამიწის ყველა კონტინენტის ფოტოგრაფებმა ფართო საზოგადოებას გააცნეს კაცობრიობის მეტ-ნაკლებად საჭირბოროტო პრობლემები: დაწყებული შიმშილითა და სიღარიბით, დამთავრებული რეპრესიებითა და ადამიანთა წამებით. პორტრეტი და ქორწილების ფოტოგრაფია: ფოტოგრაფები იღებენ სურათებს შემგომი რეალიზაციისათვის. ძირითადად ასეთი სახის სურათების გადაღება ხდება დაკვეთით. ნატიფი ხელოვნების ფოტოგრაფია: ფოტოგრაფები იღებენ იმისთვის, რათა გააუმჯობესონ თავიანთი ხედვა და შემდგომში მიჰყიდონ ეს სურათები დაინტერესებულ პირებს, კარგ ფასად. პეიზაჟების ფოტოგრაფია: სხვასახვა ადგილების ფოტოსურათები გამოიყენება, ტურისტებისთვის საფოსტო მარკების, ბარათების სახით მიყიდვისათვის. ველური ბუნების (ველური ცხოვრების) ფოტოგრაფია: გვიჩვენებს ცხოველების ცხოვრებას. სპორტის ფოტოგრაფია: ამ სფეროს ფოტოგრაფები თვითონვე ჰგვანან სპორტსმენებს. მათ აქვთ ფეხბურთელის, კალათბურთელის, ჩოგბურთელის მიზანდასახულობა, რეფლექსები და კონცენტრაციის უნარი. ილუსტრაცია: დღევანდელი ფოტოჟურნალისტიკა სარეკლამო ფოტოგრაფიის ტექნიკას სესხულობს აბსტრაქტულ იდეებზე დამყარებული ამბის ილუსტრაციისათვის. სარედაქციო ილუსტრაცია წარმოიშვა, როცა ჟურნაალ-გაზეთები უბრალო აღწერიდან გადავიდნენ ანალიზზე: რა მოხდა, რა შეიძლება მოხდეს და როგორი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ მოვლენამ. დამოუკიდებელი ფოტოგრაფები: თუ გინდა იყო დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, პასუხი უნდა გასცე სამ უმთავრეს კითხვას: რას ვაკეთებ? ვინ ყიდულობს იმას, რასაც ვაკეთებ? როგორ მივწვდე ჩემს პოტენციურ კლიენტებს? თუ გაქვთ ახალი ამბის ამსახველი უნიკალური ფოტო, შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს, რათა ეს უკანასკნელი გაუძღვეს სურათის გაყივის საქმეს. გამომცემლობის შერჩევისას არ შეჩერდეთ იმ გამოცემებზე, რომლებიც თქვენს საცხოვრებელ ადგილთან არის ახლოს, რადგან ჟურნალ-გაზეთებს დამოუკიდებელი ფოტოგრაფები იქ სჭირდებათ, სადაც გადაღება უნდა მოხდეს. ფოტოგრაფებისთვის არსებობს კიდევ ერთი არჩევანის საშუალება – დადოს კონტრაქტი ჟურნალთან. ამ დროს ის არ ითვლება რედაქციის თანამშრომლად მაგრამ მის მსგავსად გარანტირებული აქვს სტაბილური შემოსავალი. ფოტოგრაფიაში არსებობს ერთი ძალიან საინტერესო გამოთქმა: ერთი ფოტო სურათი, ათასობით სიტყვაზე უფრო მეტის მთქმელია.