კომპანიამ Sony Corporation გამოაცხადა ახალი ტიპის CMOS სენსორების - განათებული უკანა მხრიდან (back-illuminated image sensor) შედეგიანი შემუშავების შესახებ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ასეთ სენსორებს გააჩნიათ გამოსახულების გადაცემის მაღალი ხარისხი, "ხმაურის" დაბალი დონე და სტანდარტულ სენსორებთან შედარებით გაორმაგებული მგრძნობელობა.
მგრძნობელობის და ხარისხის გაზრდა, ასევე "ხმაურის" შემცირება მიღწეული იქნა სწორედ ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად.
მოცემულ 2 სურათიდან, ერთი გადაღებულია ჩვეულებრივი სენსორით, მეორე - სონის ახალი სენსორით.