მოკლედ, მსგავსი თემა კი არის გახსნილი, მაგრამ იქ მხოლოდ კადრებს ტვირთავ ი ვსიო.
აქ რა ხდება. მე ვტვირთავ ფოტოს რომელიმე ფილმიდან. შემდეგმა იუზერმა უნდა გამოიცნოს რომელი ფილმია და ამის შემდეგ აქვს უფლება თავად ატვირთოს კადრი სხვა ფილმიდან. შემდეგი იუზერიც გამოცნობის შემთხვევაში წერს რა ფილმია და ის ტვირთავს ფოტოს და ა.შ.
მოდერატორებს ვთხოვ, პოსტი ფოტოსა და პასუხის გარეშე წაშალოს.მგონი მაგარი თამაში გამოვა და თან ფოტოგრაფიასთან არც ისე შორსაა
ეს მსახიობი - კრისტოფერ უოკენი არის "მაკულატურა"-ში, ოღონდ ეპიზოდში და თამაშობს ბრიუს უილისის მამის ფრონტელ მეგობარს, რომელიც უილისს პატარაობაში მამამისის ნაქონ რაღაც ნივთს, თუ არ ვცდები საათს აჩუქებს.