აჭარის მთიანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით CHF ფინანსური ხელშეწყობით საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში 2008 წლის 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აჭარის ორ სოფელში, კერძოდ კი გობრონეთსა და ნიგაზეულში სამ-სამი დღით დაგეგმილია ფოტოგრაფთა მცირე ტურისტული ჯგუფის აყვანა. პროექტის მიხედვით ღონისძიების მონაწილეები იცხოვრებენ სოფლად ადგილობრივი მოსახელობის მიერ მოწყობილ მცირე სასტუმრო სახლებში ე.წ. გესთჰაუზებში.
სოფლად ცხოვრების, ბუნებაში გასეირნების, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნახვის და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების პარალელურად მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ფოტოები ისეთ თემებზე როგორციაა: პორტრეტი, პეიზაჟი, ბუნება, პანორამა, ცხოველები და ა.შ.
2008 წლის 5 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოების განთავსება მოხდება ფოტოკლუბ ბოკეს საიტზე სპეციალურად პროექტისათვის გახსნილ გალერეაში. საიტზე ატვირთული ფოტოების შედეგად პროექტის ჟიურის მიერ შეირჩევა 40-დე ფოტო და მოხდება მისი გამოფენა ქ. ბათუმში 2008 წლის 15-17 ივლისს.
პროექტში ჩართული ათი მონაწილისგან სამი შეირჩევა ფოტო კლუბ ბოკეს წევრებისგან. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკუთარი პოზიცია არაუგვიანეს 20 ივნისისა გამოხატონ ამ თემაში, მიწერეთ suxo-ს პმ-ში ან ელექტრონულ ფოსტაზე sulkhansaladze '@' gmail.com
პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები თბილისიდან ბათუმამდე და უკან, პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით დანიშნულების ადგილამდე (შესაბამის სოფლებამდე), ღამის თევით და სამჯერადი კვებით.
დამატებით ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის სასურველ კითხვებზე მიიღებთ ამ თემაში. შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზატორები დაუკავშირდებიან პირადად.
- კი დაწერა სუხომ რო ადგილები სამწუხაროდ შეზღუდული იყო (არ არის იმდენი დაფინანსება ამ პროექტში რო ბევრი ადამიანი წავიყვანოთ).
- რაც შეეხება კრიტერიუმებს - ავირჩიეთ სტატუსის/სურათების მიხედვით + ვინც გამოთქვა დაინტერესება - რაიმე რთული სისტემა არ შეგვიქმნია კრიტერიუმების, - მე აქ არჩეულების დიდ უმეტესობას არც ვიცნობ, სუხოც ესევე . - ასე რო სამეგობრო წრის წასვლა აქ არ არის ნამდვილად .
+ ის რო დაინტერესება გამოიწვია ამ კონკურსმა ძალიან კარგია . ანუ რო დაიგეგმოს კიდევ მსგავსი ფოტოგადაღებები (სხვადასხვა დაფინანსების წყაროებიდან) გამოდის რო საკმაოდ არი დაინტერესება და შეიძლება მაგ კუთხით რაღაცეების დაგეგმვა.
+ მართალია ზოგს შეიძლება ცოტათი ნაწყენი დარჩეს რატო არ აირჩიეს მაგრამ - მეორე მხრივ გარკვეული ინტერესი გამოიწვია სავარაუდოდ იმ ადგილებმა სადაც მიდიან გადასაღებად და შეიძლება ზოგი თავისითაც წავიდეს, ან ზღვაზე რო იქნებიან 1-2 დღით მთაშიც აისეირნონ, - - - ანუ პრომოუშენის კუთხითაც მცირე როლს ითამაშებს ეგ თემა.