მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ვარ scout-ი ნიკითაც, პროფესიითაც, ჰობითაც! ეს ალბათ იმიტომ რომ სკაუტინგი მაგარია!.. ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია.(ცოტა არეული ვარ მაპატიეთ!) ვარ ჯერ კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი(საუბედუროდ), თუმცა ამ სემესტრის ბოლოს დამადგება ალბათ საშველი. ხო... 20 წლის ვარ, ამჟამად ვერ ვიტყვი რომ არსად ვმუშაობ: სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის აქტიური წევრი ვარ(ბანაკები, hiking-ები, ლაშქრობები, გაცვლითი პროგრამები სამშობლოს ფარგლებს გარეთ და ა.შ.), თუმცა ამ საქმის კეთება მოხალისეობაა და ამიტომაც ბევრი არ ეძახის სამსახურს. ასევე: ძალიან მიყვარს ქეიფი, ადამიანები რომლებსაც უყვართ ქეიფი, ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ ქეიფს და მოქეიფე ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს( ერთი სიტყვით მეც კაი ლოთი ვარ რაა )!!!!!!!! მადლობა ყველას (ან თითქმის ყველას), ვინც ამ საიტზე ხართ დარეგისტრირებულნი! ძალიან გულთბილი ხალხი ხართ ყველანი(ან თითქმის ყველანი) და ძალიან მიყვარხააააააააააააააააააააააართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!