მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
სახელი: დავით ჭაბაშვილი განათლება: მარკეტინგის მაგისტრი, CSB დაბათების თარიღი: 1978 წლის 23 თებერვალი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი სამუშაო ადგილი: UGT ჰობი: კინემატოგრაფია (ჰობიზე მეტია, მაგრამ სერიოზულად არ დავკავებულვარ ჯერ) , ფოტოგრაფია (მთელი ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ჩემი ზენიტი 2 თვეა რაც ჩამოვიღე თაროდან და შედეგს ჩემთან ერთად კლუბიც ადევნებს თვალს), კითხვა, მუსიკა, ბილიარდი, ფეხბურთი სად შიგიძლიათ მიპოვოთ: MSN - dchabashvili, Yahoo - dchabashvili. ასევე htt://chaba.boom.ge ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული და თანაც 2 შვილი