მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ვახ, ვახ! საინტერესო ამბებია აქა: მე ვფიქრობდი რამ გამაგიჟა ეს იურისტი კაცი ფოტოგრაფიაზე-თქო და თურმე ეს "პროფესიული დაავადება" ყოფილა, იმდენი იურისტი გაიჩითა ამ ფორუმზე ფოტოგრაფიით დაშპრიცული! კაია, მაინც როცა ხვდები, რომ მარტო არა ხარ "გადახრებით"..
მე ვარ ზურა, ვარ 30 წლის. დავამთავრე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ვასწავლიდი კიდეც ამავე ფაკულტეტზე - რეფორმამდე. ეხლა არ ვიცი რა იქნება. პრეზიდენტის სიტყვა მახსოვს "პროფესიონალები და ქალები მჭირდებაო"! ქალებში ასრულებს სიტყვას და პროფებში არ ვიცი, არ ვიცი.. (ტაკ ჩტო, უნკასო, შეიძლება ჩემს ხელშიც გაიარე, თუ თსუ-ში იყავი ) ჯერჯერობით პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ კოშმარები მტანჯავენ და ალბათ ვეღარ გავუძლებ და ფოტოგრაფიაში გადავდგამ რაკავოი ნაბიჯს! სხვა თუ არაფერი, ერთით მეტი ლოთი-ფოტოგრაფი კი გამოვა ამ ამბიდან და ..