უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ: 1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა 2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.
შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
რაოდენობაზე აქვს გავლენა შემფასებლის სტატუსს? როგორც ქულაზე?
პირდაპირი გავლენა არა... ანუ უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ გაკეთებული შეფასება უფრო წონიანი. შეფასების დათვლისას ხდება ამ კრიტერიუმის გათვალისწინება.
მაგალითად: სურათის ქვეშ წერია, რომ შეაფასა 16 კაცმა. ამ 16 კაციდან უფრო მაღალი სტატუსის მქონე შემფასებლის ქულას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. (დანარჩენი მათემატიკაა)