მოკლედ, მსგავსი თემა კი არის გახსნილი, მაგრამ იქ მხოლოდ კადრებს ტვირთავ ი ვსიო.
აქ რა ხდება. მე ვტვირთავ ფოტოს რომელიმე ფილმიდან. შემდეგმა იუზერმა უნდა გამოიცნოს რომელი ფილმია და ამის შემდეგ აქვს უფლება თავად ატვირთოს კადრი სხვა ფილმიდან. შემდეგი იუზერიც გამოცნობის შემთხვევაში წერს რა ფილმია და ის ტვირთავს ფოტოს და ა.შ.
მოდერატორებს ვთხოვ, პოსტი ფოტოსა და პასუხის გარეშე წაშალოს.მგონი მაგარი თამაში გამოვა და თან ფოტოგრაფიასთან არც ისე შორსაა
არჩი მაიო და ფრიც ლანგი.. "მუუნტიდე".. მთვარის მოქცევა თუ რაღაც ასეთი.. ჟან გაბენი მთავარ როლში.. მსმელი, ბოდიალა კაცი.. ერთ ადგილს რომ არ ეწებება, ცხოვრობს როგორც უნდა და დადის სადაც უნდა.. ამბობს, მე ისეთ კაცებს არ მივეკუთვნები, ქალის, სამსახურის ან სახლის გამო რომ რჩებიან ერთ ადგილასო.. ჰოდააა... ერთ თვითმკვლელ გოგონას გამოათრევს ზღვიდან.. მერე განაზდება.. ბოლოს ეს გოგონა წელს ქვევით მოწყდება.. ჟან გაბენს ეუბნება, ზუსტად იცი, გინდივარ ასეთიო?