irachka, ძალიან სერიოზული ბრალდებაა. არ შეიძლება ესეთ საკითხზე საუბარი და ნებისმიერი სტატუსის მომხმარებლის დადანაშაულება დამამტკიცებელი საბუთის წარდგენი გარეშე. ჩვენ ვავლენთ პლაგიატის შემთხვევას მხოლოდ მას მერე რაც ხელთ 100%-იანი დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს. მხოლოდ ამის შემდეგ იხსნება თემა და ეს საჯაროდ ცხადდება. მანამდე კი დუმილს ვინარჩუნებთ რომ არავინ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. თუ თქვენ არ წარმოადგენთ (ან ამავე თემაში ან რომელიმე ადმინისტრატორს PM-ით) თქვენი ბრალდებების დამამტკიცებელ საბუთს და არ დაასახელებთ იმ მოდერატორს რომელსაც ბრალს სდებთ პლაგიატობაში, ასევე იმ მოდერატორის სახელს რომელმაც მას ხელი დააფარა, მაშინ საჯაროდ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა ყველა მოდერატორთან, ადმინისტრაციასთან.