ეს თემა ეხლა ვნახე ჩემდა სამწუხაროდ თორემ ადრე რომ მენახა, მაშინ უფრო აღშფოთებული ვიყავი და უფრო მწარე პოსტი გამომივიდოდა, მაგრამ მოგეხსენებათ დრო ყველაფრის მკურნალიაო და....
დაგეთანხმებით, რომ პლაგიატობა ნებისმიერ სფეროში ძალიან უსინდისო მოვლენაა. დაახლოებით 1-1,5 წლის წინ ჩემი ძმის გადაღებული საკმაოდ ეფექტური ფოტოები აღმოვაჩინე ბოკეზე, რომელიც ერთ-ერთ მოდერატორს უსინდისოდ მიეთვისებინა და დიდი სიამოვნებით იფერებდა ამ ფოტოებთან დაკავშირებულ ქება-დიდებას ცხადია ძალიან აღვშფოთდი და იმის გამო, რომ იმ დროს ჩემი ძმა აქ არ იყო და პასუხს ვერ გასცემდა. მე მივწერე სხვა მოდერატოს PM. მან ორიგინალები მოითხოვა და მეც ავდექი და გავიგზავნე... რა გგონიათ, ამ ყველაფერს შედეგად რა მოჰყვა????
არაფერი!!! მის გალერეაში ეს სამივე ფოტო წაშალეს და მორჩა...
დღეს ეს მოდერატორი აქტიურად განაგრძობს "მოდერატორობას" განსაკუთრებული კრიტიკით გამორჩევა პლაგიატთა მიმართ და იძლევა საკმაოდ მკაცრ შეფასებებს....
აი ასეეეე, მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, ქართული რეალობა თუ კიდევ უარესი სახელი მოვუგონო....
ყველაზე მეტად გული იმ მოდერატორებზე დამწყდა, რომლებმაც ამ საკითხს წაუყრუეს, და რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ დღესაც ოღონდ მართლა აღარ მინდოდა ამ თემის ამოქექვა, და არც ინტრიგანის როლში ყოფნა, უბრალოდ ადამიანურად გამაღიზიანა იმ ადამიანის დიდაქტიკურმა შენიშვნებმა სხვა პლაგიატების მიმართ....
მომიტევეთ ზედმეტი თუ მომივიდა, მაგრამ რა ვქნა, ასე იყო და.....