და რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ პირველ გვერძე მეორე გვერძე გადასვლის სურვილი აღარც კი გამჩენია.... აქ მე ბუნტს კი არ ვაწყობ და იმას კი არ მოვითხოვ რომ მოდერებმა ახლა სასწრაფოდ არიქა და დაერიონ ამ ფოტოებს და მოდერებს კი არ ვადანაშაულებ უბრალოდ ადამიანო შემოდიხარ ფოტოკლუბში სადაც არიან მცოდნე ხალხი და შენს ნამუშევარს დებ იმისათვის რომ ახალი გაიგო ფოტოგრაფიაში და რაღაცა ისწავლო წახვიდე ახალი გადაიღო უკეთესი იმ ელემენტარულს მაინც დაუკვირდი სად ტვირთავ შენს ფოტოს თუ არ აქვს მნიშვნელობა რას იღებ და რა დაერქმევა შენს ნამუშევარს? არა მამენტ მეც გული ამეწვა ახლა ჟანრს რომ გადაუარეს ასე ამიტომ ალბათ მარა ნუ მეთქი შევალ რაღაცეებს ვნახავ და არ დამხვდა ბაღ ვენახი ყვავილნარი ია კოკორი ბუჩქები და უბედურებები ........
დავუკვირდეთ მეგობრებო დავუკვირდეთ...
ბოდიში მომითხოვია თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი მაგრამ საჩივრები განყოფილება ვერ ვიპოვე და რა მექნა აბა?
Levan Sikharulidze, ლევან, 100% მართალი ხარ, მაგრამ
QUOTE
ჯერ საერთოდ ეს სიუჟეტი სიტყვა მოსაცილებელია და უნდა ერქვას მარტო ჟანრი ჩემი აზრით
აქ შეგეკამათები:
სიტყვა ჟანრი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების კრებითი სახელია. ხელოვნების ნებისმიერ დარგში არსებობს მრავალი ჟანრი:
მაგალითად, მუსიკაში: კლასიკური ჟანრი, ალტერნატიული ჟანრი... კინიოში: ცხოვრებისეული ჟანრი, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრი და ა.შ. ასევეა ფოტოგრაფიაში: მაკროც ისეთივე ჟანრია, როგორც პორტრეტი და პეიზაჟი.
ზოგადად, ცნება "ჟანრი სიუჟეტი" არაგამართულად მეჩვენება. მაშინ უნდა იყოს "ჟანრი მაკრო", "ჟანრი ცხოველები"...
ფოტოს, რომელიც რაღაც ქმედებას აღწერს უკვე სიუჟეტია (რეპორტაჟის გარდა. რეპორტაჟი უბრალოდ კონკრეტული ადგილიდან მოტანილი ამბავია). ანუ, პირიქით, სიუჟეტი კი არა სიტყვა ჟანრია მაქედან მოსახსნელი...