IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოკონკურსი
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს: კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:
,,ქალი, თანასწორობა, თავისუფალი არჩევანი”
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 200 ევრო II ადგილი - 150 ევრო III ადგილი - 100 ევრო IV ადგილი - 50 ევრო
კინოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 700 ევრო II ადგილი - 500 ევრო III ადგილი - 350 ევრო (თანხა, შესაბამისი კურსით, გაიცემა ლარებში)
კონკურსში წარდგენიილი ნამუშევრების წარმატება არ არის დამოკიდებული ტექნიკურ ხარისხზე და შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო ფოტო/ვიდეო კამერით.
გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.
ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში: საკონკურსო გალერეა
(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.
მგონი მაინცდამაინც არ ტყუიან
თუ ზემოთ მოყვანილი წვრილი შრიფტით წინა გევრდზე დაწერილი პროექტის ჩახლართული მიზნიდან აზრი სწორად გამოვიტანე ფოტოზე ერთდროულად უნდა ასახულიყო:
ქალი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი (საქ. მცხოვრები თათრები, ქურთები, სომხები, ეტც...) ან ქალი იძულებით გადაადგილებული პირი (ალბათ აფხაზეთიდან ან ოსეთიდან დევნილი, რადგან ი.გ.პ მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის შიგნით დევნილებს ჰქვიათ, საქ.-ში მცხოვრები ჩეჩნები ლტოლვილები არიან და არა ი.გ.პ-ები და ალბათ ამ არასამთავრობოს არ შეეშლებოდა ეგ)
და რაც მთავარია ეს საარჩევნო უფლების რეალიზაციისა და არჩევნების გამჭვირვალობის ჭრილში.
მე პირადად ვერაფრით მივხვდი ეს როგორ უდნა გადაიღო, თან მხატვრულად და თან ორიგინალურად, მაგრამ გალერეაში ზუსტად ასეთი ფოტო ნამდვილად არ დევს, სტრინგერის და საბაის ფოტოებს თუ არ ჩავთვლით, შედარებით მეტად რომ შეესაბამება.
ასეა თუ ისე, თითიდან გამოწოვილი თემის თითიდან გამოწოვილი კონკურსია ჩემი არცთუმოკრძალებული აზრით და შედეგიც უპასუხისმგებლო, შესაბამისად.
ბაგრატიონმა 9ჯერ მაინც გააფრთხილა ხალხი, არასწორად იგებთ კონკურსის თემასო და ბოლოს სრულიად შეუსაბამო ფოტოები იძულებით შეიძინა, პრესტიჟის და სიტყვის შესრულების ამბავში აქ ეტყობა სხვაგვარი სიტუაციაა