IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოკონკურსი
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს: კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:
,,ქალი, თანასწორობა, თავისუფალი არჩევანი”
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 200 ევრო II ადგილი - 150 ევრო III ადგილი - 100 ევრო IV ადგილი - 50 ევრო
კინოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 700 ევრო II ადგილი - 500 ევრო III ადგილი - 350 ევრო (თანხა, შესაბამისი კურსით, გაიცემა ლარებში)
კონკურსში წარდგენიილი ნამუშევრების წარმატება არ არის დამოკიდებული ტექნიკურ ხარისხზე და შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო ფოტო/ვიდეო კამერით.
გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.
ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში: საკონკურსო გალერეა
(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)
stringer, აბსოლუტირად მართალი ხარ ყველაფერში. ძალიან ცუდი ფაქტია და პირველ რიგში ჩვენ ჩაგვაგდეს ძალიან ცუდ სიტუაციაში. გამარჯვებულების გამოვლენის ამდენჯერ გადადება, კონკურსისი დასრულების ამდენჯერ გადადება, თითიდან გამოწოვილი მიზეზის
QUOTE
კონკურსში მონაწილე ფოტოებმა არ უპასუხეს კონცეფციას
მოგონება, ეს უპასუხისმგებლობაა და ხალხის უპატივცემულობა, მეტი არაფერი!
ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაერი ბერკეტი გამოვიყენეთ რაც შეგვეძლო. ამაზე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს არაა ჩვენი ორგანიზებული კონკურსი, ჩვენ არ ვაწესებთ აქ პრიზებს და არც ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებულს. ჩვენ მხოლოდ სივრცე მივეცით ამ კონკურსის ორგანიზებისთვის. დანარჩენი პირობები თვითონ იმათ უნდა შეესრულებინათ და კეთილსინდისიერად გამოევლინათ გამარჯვებული.
ეს რომ ჩვენი ორგანიზებული იყოს, მაშინ 100% ყველაფერზე ჩვენ ვიქნებოდით პასუხისმგებელი და ესეთი სიტუაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიქმნებოდა. იცით თქვენ რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი ვინც თავის დანაპირებს არ ასრულებს. ყველა ჩვენს მიერ ორგანიზებული კონკურსი კეთილსინდისიერად ჩატრდა. მაგრამ ამ შეთხვევაში უძლურები ვართ