IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოკონკურსი
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს: კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:
,,ქალი, თანასწორობა, თავისუფალი არჩევანი”
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 200 ევრო II ადგილი - 150 ევრო III ადგილი - 100 ევრო IV ადგილი - 50 ევრო
კინოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 700 ევრო II ადგილი - 500 ევრო III ადგილი - 350 ევრო (თანხა, შესაბამისი კურსით, გაიცემა ლარებში)
კონკურსში წარდგენიილი ნამუშევრების წარმატება არ არის დამოკიდებული ტექნიკურ ხარისხზე და შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო ფოტო/ვიდეო კამერით.
გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.
ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში: საკონკურსო გალერეა
(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)
stringer, ეს ფაქტი ასევე არის ჩემთვის არა სასიამოვნო, როგორც შენთვის. და არა მარტო იმიტომ, რომ ადმინისტრაციის წევრი ვარ.. რიგითი მომხმარებელი რომ ვიყო ასეთივე რეაქცია მექნებოდა.
დღეს მწვავე საუბარი მქონდა წარმომადგენელთან. ზეპირად ვიცი, რომ სექტემბრამდე უნდათ გაგრძელება (უკვე არ ვიცი რამდენად საბოლოო გადაწყვეტილებაა), ასევე ზეპირად ვიცი, რომ ორგანიზაციის დონორი არ იხდის ამაში თანხას (მიზეზი – თემის შეუსაბამობა).