IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოკონკურსი
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს: კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:
,,ქალი, თანასწორობა, თავისუფალი არჩევანი”
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 200 ევრო II ადგილი - 150 ევრო III ადგილი - 100 ევრო IV ადგილი - 50 ევრო
კინოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 700 ევრო II ადგილი - 500 ევრო III ადგილი - 350 ევრო (თანხა, შესაბამისი კურსით, გაიცემა ლარებში)
კონკურსში წარდგენიილი ნამუშევრების წარმატება არ არის დამოკიდებული ტექნიკურ ხარისხზე და შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო ფოტო/ვიდეო კამერით.
გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.
ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში: საკონკურსო გალერეა
(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)
stringer, მე რაც ვიცოდი დავწერე... შემდეგ გააგრძელებენ თუ არა ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამიტომაც მივაწერე ტელეფონოს ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ.
დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აგრეთვე ჩვენი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს გარანტია რომ გაგრძელების შემთხვევაში დამატებული ფოტოები დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და ხელმეორედ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა საიტის მომხმარებელთან მიმართებაში მე პირადად არ მინდა.
აგრეთვე ფაქტია, ამ ეტაპზე მათ მიაჩნიათ, რომ ფოტოები არ შეესაბამება თემატიკას. ე.ი. ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტისთვის დადებული ფოტოები მომავალშიც ვერ გაიმაჯრვებს (ხომ ლოგიკურია) და აქცენტი იქნება გადატანილი "ახალ" ფოტოებზე.