მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ ბოკეს აქვს საკუთარი "ჰიმნი" (სიმღერა).
სიმღერის სახელწოდება:"იყავი ფოკუსში" ტექსტის და სიმღერის ავტორი:ბექა კოკაია(beshqena)
სიმღერას ასრულებენ: ბექა კოკაია (beshqena), გიორგი მახარაშვილი, ოთარ რატიანი, მარი (Modigliani), ქრისტინე (chr4mk), ანი ქავთარაძე (_Anano_) ლევან გიორგაძე (Leonsio) შოთა და ლია მეგრელიშვილი.
გათენდა და ფიქრმა გამართო ცაზე ამოდის მზე დაინახე შენი სამყარო ფირზე დახატე დღე
გაჩუქა ცამ ეს ცისარტყელა წვიმა გარეცხავს ზღვას ვაჩერებ წამს, რომ გადავიღო მერე ვაჩვენებ სხვას
დღეს ვაშენებთ სახლს რაც არ გვქონდა გუშინ სახლს ქვია ბოკე იყავი ფოკუსში
მე დავინახე თეთრი ზღვა ცაში მე გადავიღე პორტრეტი ქარში მე დავავიწყე სიმღერა გედებს მე შევაჩერებ გაფრენილ მტრედებს შენ დაინახავ მეთევზეს ბადით შენ გადაიღებ გოგონას კატით შენ გააცილებ დიდ გემებს ზღვაში და ბედნიერიც იქნები მაშინ
დღეს ვაშენებთ სახლს რაც არ გვქონდა გუშინ სახლს ქვია ბოკე იყავი ფოკუსში
დაღამდა და ფიქრმა დამღალა მთვარემ შეცვალა მზე დაინახე ღამე სამყარო ფირზე დახატე დღე
შენ დაინახავ მეთევზეს ბადით შენ გადაიღებ ბიჭუნას კატით შენ გააცილებ დიდ გემებს ზღვაში და ბედნიერიც იქნები მაშინ მე დავინახე თეთრი ზღვა ცაში მე გადავიღე პორტრეტი ქარში მე დავავიწყე სიმღერა გედებს მე შევაჩერებ გაფრენილ მტრედებს
დღეს ვაშენებთ სახლს რაც არ გვქონდა გუშინ სახლს ქვია ბოკე იყავი ფოკუსში
არა ძაან საყვარელი ხმა აქ, და სიმღერაც უმაგრესი გაქვთ ( გვაქვს ? ) ისე მომწონს თითქმის ყოველდღე ვუსმენ ხოლმე. კაი იქნება ამაზე ერთი კლიპი, მაგარი კლიპი გამოვიდოდა მერე ტელევიზიაშიც გავუშვებდით და ბოკეს რეიტინგი კიდევ უფრო აიწევდა ანანოს ნიკი დამიწერეთ რა ზუსტად, სურათები მაინტერესებს