ზენიტ 11ის ფარდა გამიფუჭდა ნიკო გამიკეთეებს? დაახლოებით რამდენად?
რავი, რა გითხრა. ეგ დროის მიხედვით ადებდა ფასებს. Zenit TTL ზე გამიკეთა ფარდა დაახლოებით 5 წლის წინ და 7 ლარი გამომართვა. ერთხელაც მშრალ ხიდზე ნაწილებად დაშლილი Zorki 4 ი ვიყიდე და აპარატი თითქმის თავიდან ამიწყო, რა თქმა უნდა ფარდაც ახალი დაჭირდა და ამაში 10 ლარი გამომართვა, ეხლა ცხოვრება გაძვირდა და შესაბამისად ნიკოს ხელობაც გაძვირდებოდა. ისე, მართლა კაი ხელოსანია და სხვებთან შედარებით მეიაფეა, მაგრამ ზაპოი თუ დაეწყო, დიდი ხანი დაგჭირდება ლოდინი. ეხლა შენ თვითონ გადაწყვიტე ვის გინდა გააკეთებინო.