მოკლედ, მსგავსი თემა კი არის გახსნილი, მაგრამ იქ მხოლოდ კადრებს ტვირთავ ი ვსიო.
აქ რა ხდება. მე ვტვირთავ ფოტოს რომელიმე ფილმიდან. შემდეგმა იუზერმა უნდა გამოიცნოს რომელი ფილმია და ამის შემდეგ აქვს უფლება თავად ატვირთოს კადრი სხვა ფილმიდან. შემდეგი იუზერიც გამოცნობის შემთხვევაში წერს რა ფილმია და ის ტვირთავს ფოტოს და ა.შ.
მოდერატორებს ვთხოვ, პოსტი ფოტოსა და პასუხის გარეშე წაშალოს.მგონი მაგარი თამაში გამოვა და თან ფოტოგრაფიასთან არც ისე შორსაა
dathuna, მარტივია: შეიძლება სიუჟეტი არ მოგეწონოს, მიუღებელი იყოს ადამიანისთვის, აღსაშფოთებელიც, მაგრამ ფილმი გამოვიდეს ძლიერი. ამაზე "საშინელი" ფილმები არ გინახავს ფსიქოში? მეც აღვშფოთდი სიუჟეტით, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად ოდესღაც სვანეთში რეალობა იყო... და რატო არავინ საუბრობს ბუნებაზე, ტექნიკურ გადაღებაზე, თუნდაც მხატვრულობაზე? ეს ფილმი არის ქართული დრამა, უფრო სწორად - ტრაგედია, რაც არ უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ მას საშინელი უწოდო. უბრალოდ, ძალიან მოგვხვდა ყველას გულზე, რადგან ჩვენია. დაგეთანხმები, რომ საშინელი საყურებელია..