მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ 11ვე გვერდი წავიკითხე არადა ორი გამოცდა მაქვს სულ რამდენიმე დღეში დასაწერი BOKE კიდე უფრო შემიყვარდა რაღაც srl, ორი თვე ხდება, რაც დავრეგისტრირდი, მაგრამ ისე დიდი ხანია, ვათვალიერებ. სალომე მქვია, ფრიად გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით, ისე, რომ აპარატი როცა ვიყიდე, ჩემი საშინელი გამოცდებიც კინაგამ გადამავიწყდა თუმცა ჯერ არ გამომდის კარგად . ბოკეზე სამ ადამიანს ვიცნობ მარტო, დანარჩენებს ვირტუალურად გავეცანი ნაწერებიდან .. ხო, ჩემს ცხოვრებას რაც შეეხება... ამჟამად მასტერზე ვსწავლობ საფრანგეთში, ზოგადად თსუ იურიდიულის ბაკალავრიატი დავამთავრე და ახლა მაგისტრატურაში ვარ. ყველა კი მეუბნება, მანდ დარჩიო, მაგრამ აქ მაინც არ დავრჩები საქართველო მიყვარს... ნუ, ჯერ სწავლას მოვრჩე :P 1987 წლის 17 მარტს დავიბადე, თბილისსა შინა. ერთი და მყავს. ყველაზე დიდი სურვილია, მთელი საქართველო შემოვიარო, მთებზე ვგიჟდები, გიტარაზეც, სიმღერაზეც და კიდე ბევრ რამეზე. ჩემი პროფესიისთვის საუბედუროდ (იმედია, ჩემთვის არა) ძალიან რომანტიკოსიც ვარ ეჰ, ძალიან ბევრი მომივიდა რაღაც, ამდენი ჩემს თავზე არსად არ დამიწერია, საერთოდაც პირველად ვწერ ჩემს თავზე ნეტში წავედი, მივხედო საერთაშორისო კერძოს.....