Modigliani, დამშვიდდი, პლაგიატობას არავინ გაბრალებს და ვერც დაგაბრალებს. პლაგიატობა მაშინ არის როცა ვინმეს ჩუმად მოპარავ ფოტოს. შენ კი ავტორისგან აიღე ნებართვა და ისე დადე გალერეაში, თან ყოველგვარი დაფარვის გარეშე შენივე ხელით მიაწერე რომ არაა შენი გადაღებული. ასე რომ ვერავინ გაბედავს შენზე თქვას პლაგიატიაო.
შენი ფოტო სხვა მიზეზით წაიშლა. არა პლაგიატობის მიზეზით, არამედ იმიტომ რომ შენი გადაღებული არაა. მესმის რომ ავტორმა მოგცა ნებართვა, მაგრამ შენი გადაღებული არ არის. შენს გალერეაში კი მხოლოდ შენი გადაღEბული ფოტოები უნდა იდოს. სულ ესაა.
პლაგიატობა რომ დაებრალებინა ვინმეს და ეს შემთხვევა მართლაც პლაგიატობა რომ ყოფილიყო, მხოლოდ ფოტოს წაშლით არ დასრულდებოდა ყველაფერი. როგორც სხვა პლაგიატებს ემართებათ მიიღებდი ბანს, გადახვიდოდი პლაგიატების სიაში და თემაც გაიხსნებოდა. მაგრამ ეს არ მომხადარა და არც მოხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო პლაგიატობა, ეს იყო წესის დარღვევა რომელიც წერია საიტის კოდექსში ,,- გალერეაში აკრძალულია სხვისი ნამუშევრების განთავსება":)